წყნეთში მრავალბინიანი სახლის გამაგრებას 330 ათას ლარამდე მოხმარდება

502

ვაკის რაიონის გამგეობის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანამშრომლობა გრძელდება.

გამგეობის ინფორმაციით, ამჯერად, ამხანაგობის მომართვიანობის საფუძველზე, წყნეთში, გაგრის IV ჩიხის N3-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის გამაგრება დაფინანსდა.

“შედეგად, სახლის საფუძველი გამაგრდება, განახლდება კედლები და მოწესრიგდება გარე ფასადიც. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 330 000 ლარს შეადგენს. აღნიშნულ მისამართზე 24 ოჯახი ცხოვრობს”, – განმარტავენ გამგეობაში.