პარემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დაახლოებით 3 მილიარდი ლარის ღირებულების ქონება მზადაა გასაყიდად და სახელმწიფო ბალანსზე არსებული ქონების პრივატიზაციის პროცესი უნდა დაჩქარდეს. "მოკლედ რომ ვთქვა, დაახლოებით 3 მილიარდი ლარის ღირებულების ქონება არის მზად გასაყიდად, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად ჩვენ დავიწყებთ ამ ქონებების გამოტანას, დღეს თუ არ ვცდები 400 მილიონი ლარის ღირებულების ქონების პრეზენტაციას წარვადგენთ თქვენთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტი...
სახელმწიფო პროგრამის - „100 საინვესტიციო პროექტის“ ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს აღმოსავლეთი-დასავლეთის ახალ ავტობანზე ე.წ. გასაჩერებელი ადგილების მოსაწყობად საპრივატიზაციოდ 106 080 კვ.მ. მიწა გამოაქვს. აღნიშნულის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა. „ძალიან საინტერესო პროგრამას ვაკეთებთ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად. მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა და გვსურს, განვავითაროთ მიმდებარე ინფრასტრუქტურა. დღეს ერთი ასეთი შემოთავაზება გვაქვს - ავტობანზე ე.წ. გასაჩერებელი ადგილების მოწყობა, სადაც თავისი საინვესტიციო პირობებით...
წინა სტატია ბათუმის ბულვარში მშენებლობაზე სრული მორატორიუმი გამოცხადდა. გადაწყვეტილების შესახებ თორნიკე რიჟვაძემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. მორატორიუმი გაგრძელდება ბულვარის განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე. ამასთან, ბულვარი მმართველობაში აჭარის ეკონომიკის სამინისტროდან ბათუმის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება. „ჩვენი გუნდის წევრებისთვის აბსოლუტურად გასაგებია ბულვარის მნიშვნელობა თითოეული ბათუმელისთვის, ჩვენი სტუმრებისთვის, ამიტომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბათუმის ბულვარის, ძველი ბულვარის ისტორიულ კულტურული ძეგლით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე განაშენიანების და კონსერვაციის გეგმის კანონმდებლობის...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, სამთავრობო პროგრამა - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფართოვდება. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს. მთავრობამ დღეს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის ახალი ტალღა დაანონსა. პროექტის მიხედვით, მთავრობა კერძო სექტორს, დაახლოებით, 300 მილიონი ლარის ღირებულების უძრავ ქონებას და აქტივებს შესთავაზებენ. ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, მათ შორის გასაყიდად გამოდის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული "არასტრატეგიული მნიშვნელობის" 10 საწარმოს წილი. "ვიწყებთ არასტრატეგიული...
აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განიხილეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით,...
"მთავრობა ე.წ. წყნეთის სამთავრობო აგარაკებს აუქციონზე კიდევ გამოიტანს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. საქმე ისაა, რომ პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფართოვდება. პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. „ე.წ. წყნეთის სამთავრობო აგარაკები ძალიან საინტერესო ობიექტია, ის ადრეც გამოვიტანეთ რამდენჯერმე აუქციონზე, მაგრამ შევისწავლეთ რა ბაზარი, დღეს განახლებული ფორმით გთავაზობთ. ეს იქნება უფრო ცალ-ცალკე აღებული ობიექტები და მეტ...
გორის კულტურისა და დასვენების პარკის "ახალბაღი" რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერზე წინადადებების მიღება 15 მარტს დასრულდა. ამ ეტაპზე მუნიციპალური განვითარების ფონდი კომპანიების შემოთავაზებებს განიხილავს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.  ტენდერში სულ 8 კომპანია მონაწილეობს, რომელთა შორის არის გორის ყოფილი მაჟორიტარის იოსებ მაკრახიძის კომპანია "იბოლია", რომელმაც "ახალბაღის" რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდს 9 1 000 000 ლარად შესთავაზა. კომპანიებს შორის არის შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო N1“, სადაც აცხადებენ,...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით ფართოვდება პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის წინაშე არსებული ეკონომიკური გამოწვევების ფონზე მნიშვნელოვანია არსებული სახელმწიფო რესურსის ეკონომიკურ აქტივობაში მაქსიმალური ჩართვა. „პროგრამის ფარგლებში იზრდება ქვეყნის მასშტაბით არსებული, საინვესტიციოდ მიმზიდველი, უძრავი ქონების ნუსხა, გასაყიდი ობიექტების რუკას ემატება სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტიპის საწარმო, მაგისტრალურ გზებზე გასაჩერებელი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამოყოფილი ლოკაციები, ტურისტული, სამრეწველო, სოფლის მეურნეობისა...
2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. თბილისის მერია ამ დღესთან დაკავშირებით, „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის  პროგრამის“ მოსარგებლეთა რაოდენობას ზრდის. მუნიციპალიტეტს აპრილიდან პროგრამაში დამატებით, 145 ბავშვის ჩართვის საშუალება ექნება, რის შემდეგაც, 1 375 ბავშვისა და მოზარდის კომპლექსური თერაპიის კურსებს დააფინანსებს. პროგრამა 2015 წლის ივლისიდან ხორციელდება და დღემდე, მისი ბიუჯეტი 10–ჯერ, 500 ათასი ლარიდან 5 მლნ 200 ათას ლარამდე გაიზარდა....
ახალციხეში, ასპინძის ქუჩის მიმდებარედ სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის გამარჯვებულ კომპანისთან მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხელშეკრულება 11 404 195 ლარზე გააფორმა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.  სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოებს ჩინური კომპანია “JIANGSU NANTONG SANJIAN CONSTRUCTION GROUP” (შპს სნთს.ჯბ) შეასრულებს და მშენებლობა წელიწად ნახევარში უნდა დაასრულოს. საცურაო აუზის მშენებლობის შესახებ, ახალციხის მერიამ საუბარი 2018 წლის ნოემბერში დაიწყო. მას შემდეგ, საპროექტო დოკუმენტების მოსამზადებლად მუნიციპალური განვითარების...
მდინარე ფრონეს ადიდებისას დვანში ორივე ხიდი დაზიანდა. ერთი მთლიანად დაინგრა, ხოლო მეორე ხიდს მოაჯირები აღარ აქვს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.  ქარელის მერიაში აცხადებენ, რომ გადარჩენილი ხიდის აღდგენა დაიწყო. კომპანია ,,ახალი შენება'' ხიდს რეაბილიტაციას ჩაუტარებს. ახალი ხიდის რეაბილიტაცია ჯამში 6 ათას ლარამდე დაჯდება. რაც შეეხება სოფლის ძველ ხიდს, ჯერ-ჯერობით, უცნობია, მის ნაცვლად როდის გაკეთდება ახალი ხიდი. მდინარის ახლოს მდებარე საცხოვრებელი სახლების...
რუსთავში, მეშვიდე მიკრორაიონში ყოფილი საგადასახადოს შენობა სხვისდება. საკითხს საკრებულოზე კენჭი ეყარა და ახლო მომავალში აუქციონიც გამოცხადდება. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს.  ქალაქის მერიას 4760 მ² ფართის ობიექტი, რომლის ღირებულებაც 1 427 200 ლარია, აუქციონზე რამდენიმე პირობით გააქვს. გამარჯვებულმა კომპანიამ 10 000 000 ლარის ინვესტიცია 3 წელსა და 6 თვეში უნდა განახორციელოს. როგორც მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ,...
გორის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრაიძე სამეწარმეო საქმიანობას ოფიციალურად დაუბრუნდა. რეესტრის მონაცემებით, ის შპს "იბოლიას" დირექტორია. ამ კომპანიაში ის 21%-იან წილს ფლობს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. მისი დეპუტატობის პერიოდში, იოსებ მაკრახიძემ საკუთარი ბიზნესწილები სამართავად სხვას გადააბარა, ახლა კი კომპანიას ისევ თავად ხელმძღვანელობს. გორის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატობის პერიოდშიც ადასტურებდა, რომ კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას ყოველთვის ფლობდა. უფლებამოსილების ამოწურვამდე კი, მან რადიო...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთი წლის განმავლობაში მხარედ 85 სასამართლო დავაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ზოგ შემთხვევაში მოპასუხე, ზოგშიც კი მოსარჩელე იყო. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.  ინფორმაციას მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის იურიდიული განყოფილების 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში შესრულებული სამუშაოების ანგარიშში ვეცნობით. ამავე ანგარიშის მიხედვით 29 სასამართლო დავიდან 6 დავა დასრულდა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინტრესების საწინააღმდეგოდ, ხოლო...
გორში, სამეფო ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და იცვლება საკანალიზაციო, სანიაღვრე სისტემები. "ქალაქის ერთ - ერთი ისტორიული ქუჩის სიგრძე 660 მეტრია.  პროექტი, რომელზეც 2 მლნ. ლარზე მეტი გაიხარჯება, ყველა კომუნიკაციის გამოცვლასა და გზის საავტომობილო და საფეხმავლო ნაწილების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.  გამოიცვლება სასმელი წყლის, საკანალიზაციო, სანიაღვრე სისტემები, ტროტუარებზე მოეწყობა დეკორატიული ფილები, გზის სავალ ნაწილზე...
ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი მეორე დღეა შიმშილობს და სამინისტროსგან საჯარო ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს. მას აინტერესებს რას ხმარებდა თანხა, რომელსაც ბიუჯეტიდან "ახალგორის საავადმყოფოს" ურიცხავენ. "ჩემი მოთხოვნაა მივიღო საჯარო ინფორმაცია - რას ხმარდება თანხა, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან ირიცხება შ.პ.ს. "ახალგორის საავადმყოფო"-ს ანგარიშზე. რატომ მაინტერესებს?- მე იმ რამდენიმე ადამიანს შორის ვარ, ვინც აქ ცხოვრობს და არ აქვს დევნილის დახმარება - არც კოტეჯი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ