გორში, „ახალბაღის“ რეაბილიტაციის ტენდერში იოსებ მაკრახიძის კომპანია მონაწილეობს

483

გორის კულტურისა და დასვენების პარკის “ახალბაღი” რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერზე წინადადებების მიღება 15 მარტს დასრულდა. ამ ეტაპზე მუნიციპალური განვითარების ფონდი კომპანიების შემოთავაზებებს განიხილავს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. 

ტენდერში სულ 8 კომპანია მონაწილეობს, რომელთა შორის არის გორის ყოფილი მაჟორიტარის იოსებ მაკრახიძის კომპანია “იბოლია“, რომელმაც “ახალბაღის” რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდს 9 1 000 000 ლარად შესთავაზა.

კომპანიებს შორის არის შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო N1“, სადაც აცხადებენ, რომ “ახალბაღის” რეაბილიტაციის სამუშაოებს 9,525,263 ლარად შეასრულებენ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანიის მფლობელები “ქართული ოცნების” შემომწირველები არიან. ნუგზარ და ნუკრი აბალაკებმა პარტიას 60,000-60,000 ლარი 2016 წლის აგვისტოსა და ოქტომბერში გადაურიცხეს.

მუნიციპალური განვითარების ფონდს აღნიშნული სამუშაოებისთვის 9 837 377 ლარი აქვს გათვალისწინებული.