ღარიბაშვილი: დაახლოებით, 3 მლრდ ლარის ქონება გასაყიდად მზად არის

929

პარემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დაახლოებით 3 მილიარდი ლარის ღირებულების ქონება მზადაა გასაყიდად და სახელმწიფო ბალანსზე არსებული ქონების პრივატიზაციის პროცესი უნდა დაჩქარდეს.

“მოკლედ რომ ვთქვა, დაახლოებით 3 მილიარდი ლარის ღირებულების ქონება არის მზად გასაყიდად, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად ჩვენ დავიწყებთ ამ ქონებების გამოტანას, დღეს თუ არ ვცდები 400 მილიონი ლარის ღირებულების ქონების პრეზენტაციას წარვადგენთ თქვენთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტი მხარდაჭერა მიიღოთ”, – თქვა ღარიბაშვილმა. 

ამ თემაზე ღარიბაშვილმა “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” პრეზენტაცია ისაუბრა.