ახალციხეში საცურაო აუზის მშენებლობისთვის 11 მილიონიანი ხელშეკრულება გაფორმდა

764

ახალციხეში, ასპინძის ქუჩის მიმდებარედ სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის გამარჯვებულ კომპანისთან მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხელშეკრულება 11 404 195 ლარზე გააფორმა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოებს ჩინური კომპანია “JIANGSU NANTONG SANJIAN CONSTRUCTION GROUP” (შპს სნთს.ჯბ) შეასრულებს და მშენებლობა წელიწად ნახევარში უნდა დაასრულოს.

საცურაო აუზის მშენებლობის შესახებ, ახალციხის მერიამ საუბარი 2018 წლის ნოემბერში დაიწყო. მას შემდეგ, საპროექტო დოკუმენტების მოსამზადებლად მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი ორჯერ გამოაცხადა. პირველი ტენდერი ჩაიშალა, მეორედ გამოცხადებულ ტენდერში შპს „კარკასმა“ გაიმარჯვა და სპორტული კომპქლექსის ასაშენებლად პროექტი 218 360 ლარად მოამზადა.

პროექტის მიხედვით, სპორტული კომპლექსის შენობაში დახურული საცურაო აუზი ტრიბუნები და სავარჯიშო (კრივის, ჭიდაობის, ძალოსნობისა და სატრენაჟორო) დარბაზები უნდა განთავსდეს.

ფონდმა კომპანიას ხელშეკრულება 26 მარტს გაუფორმა.