აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტმა საკანონმდებლო ინიციატივები ცნობად მიიღო

488

აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განიხილეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საკანონმდებლო ინიციატივები სხდომაზე ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ ფრიდონ ფუტკარაძემ წარმოადგინა.

მისი განცხადებით, ცვლილებები, საერთაშორისო სტანდარტებით მეწარმეთა საქმიანობაზე და მთელი რიგი პროცედურების გამარტივება-ხელშეწყობაზეა ორიენტირებული. კომიტეტმა კანონის პროექტები მოიწონა და ცნობად მიიღო. სხდომაზე ასევე განიხილეს სხვადასხვა საკითხი.