ქარელის სოფელ დვანში ორი ხიდიდან ერთი დაინგრა, მეორე დაზიანდა

412

მდინარე ფრონეს ადიდებისას დვანში ორივე ხიდი დაზიანდა. ერთი მთლიანად დაინგრა, ხოლო მეორე ხიდს მოაჯირები აღარ აქვს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. 

ქარელის მერიაში აცხადებენ, რომ გადარჩენილი ხიდის აღდგენა დაიწყო. კომპანია ,,ახალი შენება” ხიდს რეაბილიტაციას ჩაუტარებს.

ახალი ხიდის რეაბილიტაცია ჯამში 6 ათას ლარამდე დაჯდება. რაც შეეხება სოფლის ძველ ხიდს, ჯერ-ჯერობით, უცნობია, მის ნაცვლად როდის გაკეთდება ახალი ხიდი.

მდინარის ახლოს მდებარე საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები მთლიანად დაიტბორა. საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების თაობაზე, ადგილობრივი ხელისუფლება ზარალს ითვლის.

სტიქია შიდა ქართლში 24 მარტს მოხდა. უხვი ნალექისა და ქარის გამო, ათეულობით ოჯახი დვანის გარდა, ხაშურსა და სურამში დაზარალდა.