გორის ყოფილი მაჟორიტარი „იბოლიაში“ დირექტორად დაბრუნდა და 2 მლნ ნახევრის ტენდერები მოიგო

983

გორის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრაიძე სამეწარმეო საქმიანობას ოფიციალურად დაუბრუნდა. რეესტრის მონაცემებით, ის შპს “იბოლიას” დირექტორია. ამ კომპანიაში ის 21%-იან წილს ფლობს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

მისი დეპუტატობის პერიოდში, იოსებ მაკრახიძემ საკუთარი ბიზნესწილები სამართავად სხვას გადააბარა, ახლა კი კომპანიას ისევ თავად ხელმძღვანელობს.

გორის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატობის პერიოდშიც ადასტურებდა, რომ კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას ყოველთვის ფლობდა. უფლებამოსილების ამოწურვამდე კი, მან რადიო “მოზაიკას” უთხრა, რომ პოლიტიკაში ყოფნა აღარ სურდა და 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ის საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე ზრუნვას გააგრძელებდა.

მაკრახიძის “იბოლიაში” დაბრუნების შემდეგ, ამ კომპანიასთან 707 000-ლარიანი ხელშეკრულება ხაშურის მუიციპალიტეტმა გააფორმა, 444 800 ლარს კი მას ბიუჯეტიდან ქარელის მუნიციპალიტეტი უხდის. არჩევნების შემდეგ, ამ კომპანიამ კასპის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერშიც გაიმარჯვა და 1 336 200 ლარის ხელშეკრულება გაუფორმეს.