გორის მერია 85 სასამართლო დავაში მონაწილეობს

460

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთი წლის განმავლობაში მხარედ 85 სასამართლო დავაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ზოგ შემთხვევაში მოპასუხე, ზოგშიც კი მოსარჩელე იყო. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. 

ინფორმაციას მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის იურიდიული განყოფილების 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში შესრულებული სამუშაოების ანგარიშში ვეცნობით.

ამავე ანგარიშის მიხედვით 29 სასამართლო დავიდან 6 დავა დასრულდა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინტრესების საწინააღმდეგოდ, ხოლო 23 უწყების სასარგებლოდ.

“გორის მუნიციპალიტეტის მერია მხარედ 85 სასამართლო დავაში იყო წარმოდგენილი, აქედან, დღეის მდგომარეობით სხვადასხვა ეტაპზე მიმდინარეობს 56 სასამართლო დავა, ხოლო 29 სასამართლო დავა დასრულებულია. მითითებული 85 დავიდან გორის მუნიციპალიტეტის მერია მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს/წარმოადგენდა 42 სასამართლო დავაში და მოპასუხე მხარეს წარმოადგენს/წარმოადგენდა 43 სასამართლო დავაში. ზემოაღნიშნული, დასრულებული 29 სასამართლო დავიდან 6 დავა დასრულდა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინტრესების საწინააღმდეგოდ, ხოლო 23 გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინტერესების სასარგებლოდ”, – ნათქვამია ანგარიშში.