დაწესდება თუ არა 15 აპრილიდან მკაცრი რეგულაციები საქართველოს დიდ ქალაქებში, სადაც კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატა, კითხვას ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით. საკოორდინაციო საბჭოს ამ ეტაპზე არ უმსჯელია ახალი შეზღუდვების შემოღებაზე.
მინისტრი ამბობს, რომ ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს ეპიდკვლევები. ამიტომ, იმედი აქვთ, რომ შეძლებენ შეზღუდვების გარეშე დაძლიონ ის მომატებული ინფექციის რაოდენობა და გააკონტროლონ, რაც დღეს ქვეყანაში შეიმჩნევა.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით...
ქუთაისის მერიისა და საკრებულოს შენახვისათვის გასულ წელს ბიუჯეტიდან 5 409 613 ლარი დაიხარჯა, ხოლო 2017-2020 წლებში ეს თანხა ჯამში 22 551 848 ლარს შეადგენს, - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელმაც 4 წლის განმავლობაში ქუთაისის თვითმმართველობის მიერ გაწეული ხარჯები შეისწავლა.
"„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” წარმოგიდგენთ ინფორმაციას 2017 წლიდან 2020 წლის დეკემბრის ჩათვლით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული ხარჯების...
რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში გამწვანების აქცია მოეწყო. აქციის ფარგლებში ჩაპაევის ქუჩაზე ფიჭვის ხეები დარგეს. ინფორმაციას ინფო რუსთავის ავრცელებს.
"თითქმის ყოველი შაბათი-კვირა არის მწვანე შაბათი-კვირა ჩვენს ქალაქში და მე, როგორც რიგითი მოხალისე, ვუერთდები რუსთავსერვის ცენტრის მწვანე აქციებს. ჭყონდიდელის დასახლებაში საკმაოდ დიდი ტერიტორიის გამწვანება შევძელით. 50 ძირი ფიჭვი დაირგო, რომელიც გაიზრდება, გაიხარებს და ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე იქნება. იმედი მაქვს, რომ ბიზნესთან და...
გორის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ რაიონულ სასამართლოში საქმე მიმდინარეობს. უწყებამ იურიდიულ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა და იურისტი დაიქირავა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
"იურიდიული მომსახურება მოიცავს გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინტერესების წარმოდგენასა და დაცვას პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოში, ამ სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეზე შპს "გრანდ ემ"-ის სარჩელის გამო მოპასუხე გორის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ", - წერია ხელშეკრულებაში.
უწყებამ იურისტი კომპანია "აი ქონსალთინგისგან" დაიქირავა. ხელშეკრულების ღირებულება...
შემდეგი სტატია
კოვიდპანდემიის დროს დიდი თუ მცირე ბიზნესი სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგა, კრიზისი განსაკუთრებით მძიმედ სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ ქალებს შეეხო, დიდი ნაწილი სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დარჩა. სწორედ ამ დროს კახეთში მცხოვრებმა რამდენიმე ქალმა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო. ყველაფერი კი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) "კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში" პროგრამის ფარგლებში გაცემული გრანტის წყალობით დაიწყო.. პროექტი - "ქალთა ბიზნესის...
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერი ერთ-ერთმა კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში გაასაჩივრა.
კომპანია "ბიზნესტაიმმა" სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოდ მიიჩნია. საქმე ეხება, იატაკის საპრიალებლების და ჭურჭლის სარეცხი საშუალებების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერს, რომელშიც სააგენტომ გამარჯვებულად შპს ლა ბელა ჯორჯია გამოაცხადა.
მომჩივანმა კომპანიამ ჩათვალა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეესაბამება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით...
გორში ე.წ. ახალბაღის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში უპრეცედენტო მარათონია გამართული. ერთმანეთს 8 კომპანია ეჯიბრება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მონაწილეობას როგორც ადგილობრივი, ასევე, ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე რეგისტრირებული კომპანიები იღებს.
ტენდერის საწყისი ფასი 9 837 377 ლარი იყო. ზოგმა კომპანიამ იმაზე მეტი ფასი მიუთითა, ვიდრე ეს მითითებული იყო.
კერძოდ: შპს "გზა'' - 12 847 844; შპს "ჯავა" - 11 763 215; "არალი''-...
ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობა შავშვების დევნილთა დასახლებაში კოტეჯების იატაკებისთვის შესაბამის სამშენებლო მასალას დაარიგებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
დასახლებაში მცხოვრები ქურთის მუნიციპალიტეტიდან დევნილი ოჯახების ნახევარს აღნიშნული მასალები წელს დაურიგდებათ, ხოლო მეორე ნახევარს 2022 წელს. ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ გამოიყოფა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც იატაკების დაზიანების ხარისხს შეამოწმებს და შესაბამისად, შედარებით რთული დაზიანების მქონე კოტეჯების მფლობელებს სამშენებლო მასალებს პირველ ეტაპზე მიაწვდიან.
"შავშვების დევნილთა დასახლებაში...
უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ კარგა ხანს, სულ მცირე, წლის ბოლომდე და მეტი, ერთი წელი პირბადეების ტარება, ალბათ, დაგვჭირდება,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ვაქცინაციის შედეგი მაშინ გამოჩნდება, როცა ქვეყანაში კუმულაციური იმუნიტეტი დაგროვდება, იქამდე კი ვირუსის გავრცელების პრევენციის ყველაზე ეფექტური საშუალება პირბადის ტარებაა.
„პანდემიამ გვაჩვენა, რომ პირბადე არის ყველაზე უფრო მძლავრი დაცვის იარაღი. ამაზე არის ძალიან...
ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანად არის გააქტიურებული შრომის ინსპექციის მუშაობა და ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მოქალაქეების ჩართულობას ყველა წესის აღსრულებაში, რათა არ გავხდეთ იძულებული, ინფექციის გავრცელების გამო, გარკვეული შეზღუდვები დავაწესოთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ ლოკალურად ღონისძიებების გააქტიურებით მიღებული მაღალი შედეგიდან გამომდინარე, არ ვისაუბროთ...
დღეს პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა გაიმართება. სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებს აირჩევენ. არჩევის შემდეგ კი საკითხი დასამტკიცებლად პარლამენტის ბიუროს წარედგინება.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტების გაყოფის შემდეგ, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი შეარჩიეს, ახლა კი პარლამენტმა მისი მოადგილეები უნდა დაამტკიცოს.
შპს „საქართველოს მელიორაციის“ ცნობით, შიდა ქართლში ტირიფონის სარწყავ სისტემაზე სარემონტო სამუშაოები დასრულდა.
მათი ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერგნეთისა და თერგვისის მონაკვეთებზე ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან მაგისტრალური არხის 6 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა.
„ექსპლუატაციის პროგრამით განხორციელებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც მუნიციპალიტეტში 2500 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.
აღდგენილი საირიგაციო სისტემით სოფელ ტირძნისის, მეღვრიკისის, ბროწლეთის, ტყვიავის, ფლავის, ფლავისმანის, მეჯვრისხევის,...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმუნიზაციის პროცესში პედაგოგებისა და ბაღების აღმზრდელების ჩართვაზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მომდევნო სხდომაზე იმსჯელებენ.
ამასთან, გამყრელიძის თქმითვე, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა იმატა.
„იმუნიზაციის პროცესში პედაგოგების და ბაღების აღმზრდელების ჩართვაზე წინა საბჭოზე იყო საუბარი. ახლა, როცა ვაქცინების მარაგი ქვეყანაში გაიზარდა, დარწმუნებული ვარ, მეორე საბჭოზე ვიმსჯელებთ ამ საკითხზე და შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ. დიახ, გიდასტურებთ, რომ აჭარაშიც ზრდის გარკვეული...
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხო-ეწერში სადურგლო და ხის დამუშავების სასწავლო სახელოსნოს აშენებს.
განათლების სამინისტროს ცნობით, სახელოსნო კოლეჯის „ლაკადა“ პრაქტიკული სასწავლო ბაზა იქნება, სადაც ძირითადად მოხდება მდინარე ენგურის მიერ ჩამოტანილი ხე-ტყის მასალის გადამუშავება და მიზნობრივად გამოყენება. პროექტის ღირებულება შვიდასი ათასი ლარია.
„განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილესთან, ნინო ვიბლიანთან, წალენჯიხის...
რუსთავის საკრებულოს წევრის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია მისი მეზობელი.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ტ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 აპრილს, ქალაქ რუსთავში...
იაპონიის ელჩმა საქართველოში, იმამურა აკირამ ხელი მოაწერა ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ 9 პროექტს, რომლებიც 2021 წელს განხორციელდება.
„ეს პროექტები განხორციელდება ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს რეგიონების მდგრადი განვითარების ხელშეწყობას, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობების გაძლიერებით, ადგილობრივი პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებითა და დასაქმების ადგილების შექმნით. მოუთმენლად ველოდებით ამ პროექტების წარმატებით განხორციელებას 2021 წლის განმავლობაში“ -აცხადებს დიპლომატი.
პროექტები შემუშავდა ადგილობრივ მოსახლეობასთან,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































