გორის მერიის წინააღმდეგ სასამართლო მიმდინარეობს – უწყებამ იურისტი დაიქირავა

560

გორის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ რაიონულ სასამართლოში საქმე მიმდინარეობს. უწყებამ იურიდიულ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა და იურისტი დაიქირავა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“იურიდიული მომსახურება მოიცავს გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინტერესების წარმოდგენასა და დაცვას პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოში, ამ სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეზე შპს “გრანდ ემ”-ის  სარჩელის გამო მოპასუხე გორის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ”, – წერია ხელშეკრულებაში.

უწყებამ იურისტი კომპანია “აი ქონსალთინგისგან” დაიქირავა. ხელშეკრულების ღირებულება 4 900 ლარია.

როგორც ცნობილია, ამ საქმის დავის საგანია ჩუქების ხელშეკრულების ბათილობა და საკუთრების უფლების აღდგენა.