გორის დენდროლოგიური პარკის მოწყობა 8 კომპანიას სურს

321

გორში ე.წ. ახალბაღის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში უპრეცედენტო მარათონია გამართული. ერთმანეთს 8 კომპანია ეჯიბრება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

მონაწილეობას როგორც ადგილობრივი, ასევე, ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე რეგისტრირებული კომპანიები იღებს.

ტენდერის საწყისი ფასი 9 837 377 ლარი იყო. ზოგმა კომპანიამ იმაზე მეტი ფასი მიუთითა, ვიდრე ეს მითითებული იყო.

კერძოდ:  შპს “გზა” – 12 847 844; შპს “ჯავა” – 11 763 215; “არალი”- 11 422 877; ენსისი – 10 946 632; “საგზაო სამშენებლო სამმართველო №1 –  9 525 264; შპს საბა კონსტრაქშენ – 9 477 777; “იბოლია” – 9 100 000; შპს AWARD –  8 950 000 ლარი.

ამ ეტაპზე მუნიციპალური განვითარების ფონდი ჯერ იმ კომპანიის წინადადებას განიხილავს, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი შეთავაზა.