რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ფიჭვის ხეები დარგეს

458

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში გამწვანების აქცია მოეწყო. აქციის ფარგლებში ჩაპაევის ქუჩაზე ფიჭვის ხეები დარგეს. ინფორმაციას ინფო რუსთავის ავრცელებს.

“თითქმის ყოველი შაბათი-კვირა არის მწვანე შაბათი-კვირა ჩვენს ქალაქში და მე, როგორც რიგითი მოხალისე, ვუერთდები რუსთავსერვის ცენტრის მწვანე აქციებს. ჭყონდიდელის დასახლებაში საკმაოდ დიდი ტერიტორიის გამწვანება შევძელით. 50 ძირი ფიჭვი დაირგო, რომელიც გაიზრდება, გაიხარებს და ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე იქნება. იმედი მაქვს, რომ ბიზნესთან და მერიასთან ერთად კიდევ შევძლებთ, რომ ცარიელი ადგილები გავამწვანოთ”,- განაცხადა რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარმა ნინო ლაცაბიძემ.

ცნობისთვის, გამწვანების აქციის ფარგლებში გასულ კვირას 150-მდე ხე-მცენარე დაირგო ფალიაშვილის გზის შუა გამყოფ ზოლზეც.