დღეს პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებს აირჩევენ

524

დღეს პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა გაიმართება. სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებს აირჩევენ. არჩევის შემდეგ კი საკითხი დასამტკიცებლად პარლამენტის ბიუროს წარედგინება.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტების გაყოფის შემდეგ, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი შეარჩიეს, ახლა კი პარლამენტმა მისი მოადგილეები უნდა დაამტკიცოს.