დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმუნიზაციის პროცესში პედაგოგებისა და ბაღების აღმზრდელების ჩართვაზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მომდევნო სხდომაზე იმსჯელებენ.
ამასთან, გამყრელიძის თქმითვე, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა იმატა.
„იმუნიზაციის პროცესში პედაგოგების და ბაღების აღმზრდელების ჩართვაზე წინა საბჭოზე იყო საუბარი. ახლა, როცა ვაქცინების მარაგი ქვეყანაში გაიზარდა, დარწმუნებული ვარ, მეორე საბჭოზე ვიმსჯელებთ ამ საკითხზე და შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ. დიახ, გიდასტურებთ, რომ აჭარაშიც ზრდის გარკვეული დინამიკა გვაქვს“, – განაცხადა გამყრელიძემ.