ტირიფონის მაგისტრალური არხის გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა

424

შპს „საქართველოს მელიორაციის“ ცნობით, შიდა ქართლში ტირიფონის სარწყავ სისტემაზე სარემონტო სამუშაოები დასრულდა.

მათი ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერგნეთისა და თერგვისის მონაკვეთებზე ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან მაგისტრალური არხის 6 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა.

„ექსპლუატაციის პროგრამით განხორციელებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც მუნიციპალიტეტში 2500 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.

აღდგენილი საირიგაციო სისტემით სოფელ ტირძნისის, მეღვრიკისის, ბროწლეთის, ტყვიავის, ფლავის, ფლავისმანის, მეჯვრისხევის, ზერტის, აძვის, ახალუბნისა და ჯარიაშენის მოსახლეობა ისარგებლებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.