ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, მუნიციპალური ტრანსპორტის ახალ ხაზზე ტენდერი დასრულდა.
"სატენდერო პირობების თანახმად, სამარშრუტო ტაქსი, კვირაში ორი დღე - ორშაბათს და ოთხშაბათს შეასრულებს რეისს სოფელ ნადაბურიდან სოფელ ხევის, ხუნევის, ვერტყვიჭალის, ბორითის, უბისის, ძირულას, ლაშის მიმართულებით და შემოვა ხარაგაულში. გამოსვლის დრო ნადაბურიდან 07:30 საათი. ტრანსპორტი იგივე მიმართულებით ხარაგაულიდან 13:00 საათზე დაბრუნდება უკან.
მგზავრობის ღირებულება 1 ლარი იქნება, ხოლო, შიდა გადაადგილება...
"ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამაში მონაწილეთა დოკუმენტაციის შესწავლას, ა(ა)იპ "საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია“ განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა, სადაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების დეტალები განიხილეს.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია, აპლიკანტი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლას, ანკეტის შევსებას, აპლიკანტი ოჯახების მონაცემთა ბაზის შექმნასა და სარეიტინგო ქულების მინიჭებას უზრუნველყოფს.
პირველ ეტაპზე, 111 აპლიკანტი შეირჩა, რომელზეც დასკვნები ორი თვის ვადაში უნდა მოამზადოს. პროგრამის მეორე...
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის ადმინისტრაციული ერთეულის კანთის უბანში 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა დასრულების ფაზაშია.
"კანთის საბაზისო სკოლის მოსწავლეებს სწავლა ხის ძველ შენობაში უწევდათ, რომელიც ხანძრის შედეგად განადგურდა, რის შემდეგაც ისინი სწავლას სხვადასხვა სკოლებში განაგრძობდნენ", - ამბობენ წალენჯიხის მერიაში.
მათივე ცნობით, კანთის სკოლის მშენებლობაზე ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა და სამუშაოებს კომპანია „სტარი“- ახორციელებს.
"სკოლა ახალი ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება, ექნება ცენტრალიზებული...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2021 წლის პირველი კვარტლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული გეგმა 106.4 % -ით შეასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 3 თვის გეგმა 342.4 მლნ ლარი იყო, საკასო ხარჯმა კი 364.3 მლნ ლარი შეადგინა (გადაჭარბება 21.9 მლნ ლარია).
„საავტომობილო გზების დეპარტამენტმა და მუნიციპალური განვითარების ფონდმა 3 თვის დამტკიცებულ გეგმას, შესაბამისად, 18%-ით და...
ქედის მუნიციპალიტეტში გეგელიძეების სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, - აცხადებენ ქედის მერიაში.
მათივე ცნობით, პირველ ეტაპზე განხორციელდა სახურავის, ფასადის და ეზოს რეაბილიტაცია. ასევე, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა.
"შენობაში მოეწყო სველიწერტილები, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. მეორე ეტაპზე გაგრძელდება შენობის შიდა კეთილმოწყობის სამუშაოები. ასევე, ევროკავშირთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს მზის კოლექტორების მონტაჟი", - განმარტავენ მერიაში.
ჩამორთმეული სტატუსი, მიზერული ანაზღაურება და ავარიული შენობა ახალციხის სამუსიკო სკოლაში თითქმის ყველა პედაგოგს აწუხებს. მიუხედავად ამისა, პრობლემებზე საუბარი ა(ა)იპ „ახალციხის სამუსიკო სკოლის“ ხელმძღვანელს, ცისანა ახვლედიანს არ სურს. მისმა შვილმა კი, რომელიც ამავე სკოლაში მასწავლებლად მუშაობს, "სამხრეთის კარიბჭეს" ჟურნალისტს განუცხადა რომ ცისანა ახვლედიანის კომენტარის გამოქვეყნების შემთხვევაში პრობლემა შეექმნებოდა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ახალციხის სამუსიკო სკოლამ საკლასო ოთახებში სწავლება, 2021 წლის...
კახეთის რეგიონში 7 წლამდე ასაკის ბავშვებში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენის და მართვის მიზნით კვლევები დაიწყო.
როგორც კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, სახელმწიფო პროგრამა მესამე წელია მოქმედებს და კვლევების გარდა, იმ ბავშვებს, ვისაც სისხლში ტყვიის შემცველობა 5 მიკროდეცილიტრს აღემატება, სახელმწიფო მკურნალობის კურსითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფს.
„დღეიდან კახეთის რეგიონში, გურჯაანის „ჯეო ჰოსპილტალს“-ში 7 წლამდე ასაკის ბავშვებში მიმდინარეობს სისხლში ტყვიის კონცენტრაციის...
წინა სტატია
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“კვლევას, რომელშიც სამცხე–ჯავახეთის ხუთ მუნიციპალიტეტში გამოვლენილ ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტებზეა საუბარი, საჯარო მოხელეები ეხმაურებიან, მათი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მათი ოჯახის წევრები სამსახურებში არა ახლობლობის, არამედ კვალიფიკაციის მიხედვით აიყვანეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
TI–ს კვლევაში სამცხე–ჯავახეთიდან ხუთ საჯარო პირზეა საუბარი. მათ შორისაა ახალციხის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, გელა ლომიძე, რომლის მეუღლე...
9 სახელმწიფო საწარმოდან, რომელსაც მთავრობა აუქციონზე ყიდდა, მხოლოდ ერთი გაიყიდა. საუბარია თბილისის N1 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის 100%-იან წილზე, რომლის საწყისი ფასი 266 000 ლარი იყო, აუქციონზე კი 268 000 ლარად გაიყიდა. ამის შესახებ bpn.ge წერს.
შეგახსნებთ, რომ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებასთან დაკავშირებით მთავრობის გეგმის შესახებ წლის დასაწყისში გახდა ცნობილი. როგორ მაშინ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, მთავრობა პრივატიზაციის პროცესში...
კახეთის რეგიონის განვითარებისა და მოსახლეობის დასაქმების მიზნით KTW ჯგუფი ახალი ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
KTW ჯგუფის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ პროექტი მდინარე იორის მიმდებარე მუნიციპალიტეტებში - საგარეჯოში, სიღნაღსა და დედოფლისწყაროში აუთვისებელი მიწების გამოყენებას და ადგილზე საცხოვრებელი სახლების აშენებას ითვალისწინებს, რომელსაც ინფრასტრუქტურის განვითარებაც მოჰყვება.
ამ ადგილებში იძულებით გადაადგილებული და სახელმწიფოსგან საცხოვრებლის მომლოდინე პირები დასახლდებიან. ინიციატივის...
ბათუმთან ახლოს ორი ველომარშრუტის მარკირება იგეგმება. აჭარის ტურიზმის დეპარამენტის ცნობით, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ახალი ველობილიკების მონიშვნას ბათუმიდან 20 წუთის სავალზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გეგმავს.
მათივე ცნობით, ველომარშრუტები სოფელ ავგიიდან ჭარნალისა და კვარიათის მიმართულებით მოინიშნება, რომელიც ველოსიპედისტებს საშუალებას მისცემს ზღვისა და მთის პანორამული ხედებით დატკბნენ.
„ავგია-კვარიათის“ 4,5 კილომეტრიანი ველობილიკი ავგიაში, ჯვრის ტერიტორიიდან იწყება და ზემო კვარიათის გავლით ზღვასთან ახლოს კვარიათში სრულდება. ბილიკიდან...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრსტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის, მსოფლიო ბანკისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამსრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების ერთიანი პლატფორმა ინერგება.
პროექტის განმახორციელებელია სსიპ ,,მუნიციპალური განვითარების ფონდი“ , რომლის ფარგლებში ა(ა)იპ ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო “ თბილისის მუნიციპალიტეტის პრაქტიკასა და გამოცდილებას საქართველოს 63 მინიციპალიტეტში გააზიარებს.
პროექტის მიზანია ელექტრონული მმართველობის ერთიანი სტანდარტის შექმნის მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის...
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების (ახალციხე, ნინოწმინდა, ახალქალაქი, ასპინძა, ადიგენი და ბორჯომი) მერიებისა და საკრებულოების წევრების დეკლარაციები შეისწავლა.
TI-მ სულ 144 თანამდებობის პირის 2020-21 წლის დეკლარაცია ნახა, საიდანაც 49-ში დარღვევა და ფაქტობრივი უზუსტობა აღმოჩნდა, ასევე, გამოვლინდა თანამდებობრივი შეუთავსებლობის/შეუთავსებელი საქმიანობის 27 შემთხვევა.
ორგანიზაცია წერს, რომ რომ ცალკეულ თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიები ჩართული არიან სახელმწიფო შესყიდვებშიც.
"კვლევის ფარგლებში, ასევე გამოვავლინეთ ნეპოტიზმის სავარაუდო შემთხვევები - რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში თანამდებობაზე...
გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების (GIZ) ინიციატივითა და მხარდაჭერით მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი კაპანაძემ სოფლის რწმუნებულს კომპიუტერები და პრინტერები გადასცა.
"მუნიციპალიტეტების უკეთესი ტექნიკური აღჭურვილობის წყალობით ძნელად მისადგომი სოფლების მოსახლეობას ახლა უფრო გაუადვილდება სხვადასხვა ადმინისტრაციული სერვისების მისაღებად საჭირო განაცხადების წარდგენა. ეს კი, განსაკუთრებით კოვიდ-პანდემიის დროს, საგრძნობლად გაუადვილებს ცხოვრებას ასეთი სოფლების მაცხოვრებლებს", - განმარტავენ მცხეთის მერიაში.
გარდა ამისა, მერიის ინფორმაციით, GIZ-ი მხარს უჭერს მთელი ქვეყნის...
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში შიდა საუბნო გზის (ეკლესიასთან მისასვლელი) რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 130 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე დაიგება.
სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს ,,როუდ გრუპი,, ასრულებს, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 103 314 ლარით ფინანსდება.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსა და სსიპ კოლეჯს „ფაზისი“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,სკოლამდელი აღზრდა“, პროფესიული კოლეჯი – 20 სტუდენტების მიღებას გეგმავს. მერიის მიერ სტუდენტების ხელშეწყობით, მათ მიეცემათ შესაძლებლობა გაეცნონ რეალურ გარემოს და გამოსცადონ აკადემიურ გარემოში შეძენილი კომპეტენციები.
ურთიერთთანამშრომლობის მიზანია პიროვნების პროფესიული პოტენციალის რეალიზება, მისი დარგობრივი კომპეტენციების ფორმირების ხელშეწყობა, სამუშაო ძალის უნარების განვითარება, რომელიც სტიმულს აძლევს შრომის ბაზარს. კოლეჯის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































