კახეთის რეგიონში 7 წლამდე ასაკის ბავშვებში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენის და მართვის მიზნით კვლევები დაიწყო.
როგორც კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, სახელმწიფო პროგრამა მესამე წელია მოქმედებს და კვლევების გარდა, იმ ბავშვებს, ვისაც სისხლში ტყვიის შემცველობა 5 მიკროდეცილიტრს აღემატება, სახელმწიფო მკურნალობის კურსითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფს.
„დღეიდან კახეთის რეგიონში, გურჯაანის „ჯეო ჰოსპილტალს“-ში 7 წლამდე ასაკის ბავშვებში მიმდინარეობს სისხლში ტყვიის კონცენტრაციის განსაზღვრა უფასოდ. რეგიონის მასშტაბით, მშობლებს შესაძლებლობა აქვთ, რომ შვილებს გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსი“- ს ბაზაზე არსებულ ლაბორატორიაში უფასოდ ჩაუტარონ აღნიშნული კვლევა და მიიღონ შესაბამისი მომსახურეობა. ამ ეტაპზე 14 ბავშვია რეგისტრირებული კვლევის ჩასატარებლად“- აღნიშნა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა.