თელავის სოფელ ბუშეტში შიდა საუბნო გზას აწესრიგებენ

558

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში შიდა საუბნო გზის (ეკლესიასთან მისასვლელი) რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 130 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე დაიგება.

სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს ,,როუდ გრუპი,, ასრულებს, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 103 314 ლარით ფინანსდება.