ქედის მერია: გეგელიძეების სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

377

ქედის მუნიციპალიტეტში გეგელიძეების სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, – აცხადებენ ქედის მერიაში.

მათივე ცნობით, პირველ ეტაპზე განხორციელდა სახურავის, ფასადის და ეზოს რეაბილიტაცია. ასევე, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა.

“შენობაში მოეწყო სველიწერტილები, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. მეორე ეტაპზე გაგრძელდება შენობის შიდა კეთილმოწყობის სამუშაოები. ასევე, ევროკავშირთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს მზის კოლექტორების მონტაჟი”, – განმარტავენ მერიაში.