“ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამაში მონაწილეთა დოკუმენტაციის შესწავლას, ა(ა)იპ “საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია“ განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა, სადაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების დეტალები განიხილეს.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია, აპლიკანტი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლას, ანკეტის შევსებას, აპლიკანტი ოჯახების მონაცემთა ბაზის შექმნასა და სარეიტინგო ქულების მინიჭებას უზრუნველყოფს.
პირველ ეტაპზე, 111 აპლიკანტი შეირჩა, რომელზეც დასკვნები ორი თვის ვადაში უნდა მოამზადოს. პროგრამის მეორე ეტაპზე წარმოდგენილი განცხადებების შესწავლა კი, დოკუმენტაციის მიღების დასრულების შემდეგ დაიწყება. საბოლოოდ შერჩეული აპლიკანტები, ბინებს, ჯავახიშვილის 78 ა-ში მდებარე კორპუსში მიიღებენ.