საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრსტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის, მსოფლიო ბანკისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამსრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების ერთიანი პლატფორმა ინერგება.
პროექტის განმახორციელებელია სსიპ ,,მუნიციპალური განვითარების ფონდი“ , რომლის ფარგლებში ა(ა)იპ ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო “ თბილისის მუნიციპალიტეტის პრაქტიკასა და გამოცდილებას საქართველოს 63 მინიციპალიტეტში გააზიარებს.
პროექტის მიზანია ელექტრონული მმართველობის ერთიანი სტანდარტის შექმნის მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობისა და გამჭირვალობის გაზრდა.