საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2021 წლის პირველი კვარტლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული გეგმა 106.4 % -ით შეასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 3 თვის გეგმა 342.4 მლნ ლარი იყო, საკასო ხარჯმა კი 364.3 მლნ ლარი შეადგინა (გადაჭარბება 21.9 მლნ ლარია).
„საავტომობილო გზების დეპარტამენტმა და მუნიციპალური განვითარების ფონდმა 3 თვის დამტკიცებულ გეგმას, შესაბამისად, 18%-ით და 16%-ით გადააჭარბეს.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ დაზუსტებული გეგმის 96% , მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ კი 94 % აითვისა.
რაც შეეხება კრედიტებისა და გრანტების ნაწილს, სამინისტრომ პირველი კვარტლის გეგმას 24.7 მლნ ლარით გადააჭარბა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.