GIZ-ის მხარდაჭერით მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფლის რწმუნებულებს კომპიუტერები და პრინტერები გადაეცათ

783

გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების (GIZ) ინიციატივითა და მხარდაჭერით მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი კაპანაძემ სოფლის რწმუნებულს კომპიუტერები და პრინტერები გადასცა.

“მუნიციპალიტეტების უკეთესი ტექნიკური აღჭურვილობის წყალობით ძნელად მისადგომი სოფლების მოსახლეობას ახლა უფრო გაუადვილდება სხვადასხვა ადმინისტრაციული სერვისების მისაღებად საჭირო განაცხადების წარდგენა. ეს კი, განსაკუთრებით კოვიდ-პანდემიის დროს, საგრძნობლად გაუადვილებს ცხოვრებას ასეთი სოფლების მაცხოვრებლებს”, – განმარტავენ მცხეთის მერიაში.

გარდა ამისა, მერიის ინფორმაციით, GIZ-ი მხარს უჭერს მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ელექტრონული ადმინისტრაციული სისტემის შემოღებას, რითიც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმევა საქართველოში ადგილობრივი ადმინისტრაციების მდგრადი განვითარების საქმეში.