კულტურის სამინისტრო იწყებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრატორ-კონსერვატორ ოსტატთა რეესტრის შექმნას - საქართველოში მიმდინარე წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სათანადო ხარისხით დაცვის მიზნით დაგეგმილია ოსტატთა რეესტრის შექმნა, ხოლო 2022 წლიდან მათი სერტიფიცირების სისტემის ამუშავება, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, დღეიდან 15 ივნისამდე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მიიღებს შემდეგი პროფესიის ოსტატების განაცხადებს:...
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ ქუთაისში ჩატარებულ პირველ სხდომაზე იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის ურბანული განახლების არეალები შეარჩია.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, წინადადებები იმერეთის მუნიციპალიტეტებმა წარმოადგინეს, შერჩეული არეალების განვითარებისთვის შესაბამისი პროექტების/ესკიზების შემუშავება კი უკვე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს დაევალებათ.
“კომისიის მიერ შერჩეული არეალებია:
ქუთაისი - ფალიაშვილის ქუჩა და ცენტრალური ბულვარი; საჩხერე - ქალაქის ცენტრალური ნაწილი (მუხრან...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, მიმდინარე წლის განმავლობაში ხელშესახები იქნება ყველა ის სარგებელი, რაც პროგრამის “განახლებული რეგიონების” ფარგლებში განხორციელდება.
როგორც ქარსელაძემ პროგრამის ფარგლებში ამბროლაურში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მუნიციპალიტეტებიდან ისმენენ ინიციატივებს იმ შესაძლო არეალთან და პროექტებთან მიმართებით, რომლის განხორციელებაც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოხდება.
„საინტერესოდ მიმდინარეობს მსჯელობა. საინტერესო არეალია წარმოდგენილი, რომლებიც უკავშირდება როგორც რეკრეაციულ, ასევე ფუნქციური სივრცეების მოწყობას,...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფარცხისი-მანგლისის საავტომობილო გზის კმ27-ორბეთის (ამლევი-ორბეთი) საავტომობილო გზის კმ2-კმ8 მონაკვეთზე „ა.(ა)ი.პ საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის“ ეგიდით, დაგეგმილია აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 2021 წლის 8 მაისს, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
მათივე ცნობით, აღნიშნული დროის შუალედში საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება.
ამასთან ინფორმაციაში ნათქვამია, რომ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლში მტკვარი-ჯანდარის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ კაპანახჩის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და დანალექი გრუნტისაგან მაგისტრალის ერთ-ერთი წყალგამანაწილებელი არხი იწმინდება.
ჩატარებული სამუშოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც 250 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმს გააუმჯობესებს. სამუშაოებს კომპანია საკუთარი...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, რიკოთის მაგისტრალის პირველი, 2.5-კილომეტრიანი ორზოლიანი მონაკვეთი შემოდგომაზე გაიხსნება. მისივე თქმით, ეს რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობის პროცესის გარდამტეხი ფაზის პირველი შედეგია.
„ზოგადად, რიკოთის მონაკვეთი, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მშენებლობისას ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი მონაკვეთია. ჩქაროსნული მაგისტრალის შარშან გახსნილ 70-კილომეტრიან მონაკვეთს, რომელმაც თბილისიდან ბათუმამდე გადაადგილების დრო 1 საათით დაზოგა, წელს დაემატება რიკოთის ერთი მონაკვეთი. ეს კიდევ...
მთავარია ბევრი ადამიანი აიცრას, რათა ბევრი სიცოცხლე გადავარჩინოთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
„ყოველდღიური ინფიცირებულთა მაჩვენებელი რომ საშუალოდ 1 500-ია, რა თქმა უნდა, არის ძალიან დამაფიქრებელი და კიდევ და კიდევ გზა დღეს, რომ თავი დავიცვათ, ესაა პირბადე, დისტანცია, თავყრილობებისაგან თავის არიდება და ვაქცინაცია. მთავარია ბევრი ადამიანი აიცირას, (განსაკუთრებით რისკის...
შპს მალგიო გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობდა, რომელიც სოფელ წედისში სპორტული მოედნის მოწყობას ითვალისწინებდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
უწყების სატენდერო კომისიამ აღნიშნული კომპანია ტენდერიდან მოხსნა. მათი არგუმენტი კი იყო ის, რომ შპს-ს გეგმა-გრაფიკში არ ჰქონდა აღნიშნული ინფორმაცია გაუთვალისწინებელი ხარჯების შესახებ. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება უსამართლოდ მიიჩნია და საჩივრით შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს მიმართა.
"თვითონ სიტყვაც გვეუბნება რომ ხარჯი არის „გაუთვალისწინებელი“ და ჩვენ რა...
6 მაისს გიორგობის დღესასწაული აღინიშნება. გორში გორიჯვრობასთან დაკავშირებით სალოცავზე ასვლის შემთხვევაში მოქალაქეებს პანდემიიდან გამომდინარე, რეგულაციების დაცვა მოუწევთ.
"ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, გორიჯვრის მთაზე დღეს მომლოცველები მხოლოდ ქვეითად შეძლებენ ასვლას. შეზღუდულია ავტომანქანების გადაადგილება და მოძრაობას სამართალდამცავები მკაცრად აკონტროლებენ. გაკონტროლდება ასევე დისტანციისა და პირბადის ტარებაზე არსებული რეგულაციების დაცვაც",- ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შიდა ქართლის რწმუნებულმა მამუკა საღარეიშვილმა დღეს დილით გამართულ...
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მედპერსონალისთვის სამგზავრო სატრანსპორტო საშუალების მომსახურების თანხას მერია ხარჯავს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
პირდაპირი შესყიდვის შესახებ უწყებამ ხელშეკრულება "შპს ბუქო777"-თან გააფორმა, რომელსაც 10 დღის განმავლობაში მომსახურების გაწევისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 11 400 ლარს გადაუხდის.
"არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, შეიზღუდა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, რაც მიზნად ისახავს უქმე დღეებთან დაკავშირებით მოსახლეობის მობილობის შემცირებას. შესაბამისად, აღნიშნული ვითარება აფერხებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მედპერსონალის გადაადგილების, სამსახურში გამოცხადების...
გორის მუნიციპალიტეტის მერი ვარაუდობს, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა წლის ბოლომდე აღმოიფხვრება. ამისთვის კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, 2 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, რის შედეგადაც 14 სოფელს წყალმომარაგების საკითხი აღარ შეაწუხებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მერი ამბობს, რომ მსგავსი პრობლემების მოგვარების მიზნით აქტიურად თანამშრომლობენ უცხოურ ორგანიზაციებთანაც, რომლებისგანაც პრობლემის გადაჭრის აუცილებლობის დასაბუთების შედეგადაც მათგან, მუნიციპალიტეტი თანადაფინანსებას გრანტის სახით იღებს.
"წყალმომარაგებისთვის გორის მუნიციპალიტეტში 2...
გორის მერიამ 136 440 ლარის შესყიდვა ტენდერის გარეშე შეასრულა. საუბარია სააღდგომო პროდუქტის შეძენაზე, რითიც მერია სოციალურად დაუცველი, სპეციალური საჭიროების მქონე და სხვა გაჭირვებული კატეგორიის მოქალაქეებს დაეხმარა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
აღდგომის დღესასწაულისათვის სხვადასხვა დასახელების საკვები პროდუქტების პირდაპირი წესით შესყიდვაზე ნებართვა გორის მერიამ შესაბამისი უწყებისგან ითხოვა. მის აუცილებლობად კი საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებიდან გამომდინარე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მუნიციპალური ტრანსპორტის...
გორში ფარნავაზის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 349 993 ლარი დაიხარჯება.ქუჩის სიგრძე 370 მეტრია.
როგორც გორის მერიაში ამბობენ, რეაბილიტირდება ტრანსპორტის სავალი ნაწილი და ტროტუარები, მოასფალტდება მიერთებები და მოეწყობა გამწვანების ზოლი.
ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 4 თვეში უნდა დასრულდეს.
“მგზავრობა ბარიერების გარეშე“ - სპეციალური საჭიროების მქონე პირებთან მოქცევის და კომუნიკაციის თემაზე გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოში დასაქმებულ მძღოლებს ტრენინგი ჩაუტარდათ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ტრენინგები სამ ეტაპად ჩატარდება და თითოეული მძღოლი გადამზადდება.
"როგორც იცით, გორის მუნიციპალიტეტის ავტობუსები სრულად არის ადაპტირებული სსსმ პირებისთვის, შესაბამისად, უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის, აუცილებელია, მძღოლებს ჰქონდეთ საჭირო ინფორმაცია. ტრენინგის დროს განხილული იყო სსმ პირების უსაფრთხოდ მგზავრობის საკითხი, პანდუსის გამოყენებისა და გაჩერების...
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიმდინარეობს მსჯელობა კორონავირუსის წინააღმდეგ აცრილი პირებისთვის გარკვეულ შეღავათებთან დაკავშირებით.
თურნავას თქმით, მსგავსი მიდგომა მსოფლიო პრაქტიკის ნაწილია.
მინისტრის აზრით, აცრილ ადამიანებს შეღავათები უნდა დაუწესდეთ არა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან, არამედ ამ პროცესში კერძო სექტორიც უნდა ჩაერთოს.
„ზოგადად, არა მარტო ტურისტულ ორგანიზაციასთან, არამედ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქესთან მიმართებაში, ვინც გამოხატავს სურვილს და დროულად აიცრება,...
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, გასულ წელს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდასთან გამკლავება ბიზნესების საკმაოდ მკაცრი ჩაკეტვით ხერხდებოდა, ახლა კი ეპიდვითარებას ჩაკეტვების გარეშე მართავენ.
თურნავას თქმით, ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვები მოსალოდნელი არ არის.
„ჩვენ დღეს ვახერხებთ ძალიან რთული ამოცანის ამოხსნას. შარშან ასეთ დროს, როცა ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო, ვარეგულირებდით ამას ბიზნესების საკმაოდ მკაცრი ჩაკეტვით. წელს ჩვენ იგივე...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































