კომპანიამ გორის მერიის წინააღმდეგ შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს საჩივრით მიმართა

435

შპს მალგიო გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობდა, რომელიც სოფელ წედისში სპორტული მოედნის მოწყობას ითვალისწინებდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

უწყების სატენდერო კომისიამ აღნიშნული კომპანია ტენდერიდან მოხსნა. მათი არგუმენტი კი იყო ის, რომ შპს-ს გეგმა-გრაფიკში არ ჰქონდა აღნიშნული ინფორმაცია გაუთვალისწინებელი ხარჯების შესახებ. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება უსამართლოდ მიიჩნია და საჩივრით შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს მიმართა.

“თვითონ სიტყვაც გვეუბნება რომ ხარჯი არის „გაუთვალისწინებელი“ და ჩვენ რა უფლება გვაქვს რომ გავითვალისინოთ წინასწარ გეგმა-გრაფიკში, არ ვიცით სამუშაოს სახე და არ ვიცით თუ პროექტის მიმდინარეობის რომელ პერიოდში გამოიკვეთება. მიგვაჩნია, რომ გეგმა-გრაფიკი სწორად არის შედგენილი” , – განმარტავს კომპანია წარდგენილ საჩივარში.

დავების საბჭო აღნიშნულ საჩივარს 10 მაისს განიხილავს.