გორში ფარნავაზის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 349 993 ლარი დაიხარჯება.ქუჩის სიგრძე 370 მეტრია.
როგორც გორის მერიაში ამბობენ, რეაბილიტირდება ტრანსპორტის სავალი ნაწილი და ტროტუარები, მოასფალტდება მიერთებები და მოეწყობა გამწვანების ზოლი.
ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 4 თვეში უნდა დასრულდეს.