მთავარია ბევრი ადამიანი აიცრას, რათა ბევრი სიცოცხლე გადავარჩინოთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
„ყოველდღიური ინფიცირებულთა მაჩვენებელი რომ საშუალოდ 1 500-ია, რა თქმა უნდა, არის ძალიან დამაფიქრებელი და კიდევ და კიდევ გზა დღეს, რომ თავი დავიცვათ, ესაა პირბადე, დისტანცია, თავყრილობებისაგან თავის არიდება და ვაქცინაცია. მთავარია ბევრი ადამიანი აიცირას, (განსაკუთრებით რისკის მქონე) რომ სიცოცხლეები გადავარჩინოთ“, – განაცხადა იმნაძემ.