საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფარცხისი-მანგლისის საავტომობილო გზის კმ27-ორბეთის (ამლევი-ორბეთი) საავტომობილო გზის კმ2-კმ8 მონაკვეთზე „ა.(ა)ი.პ საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის“ ეგიდით, დაგეგმილია აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 2021 წლის 8 მაისს, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
მათივე ცნობით, აღნიშნული დროის შუალედში საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება.
ამასთან ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.