3-დან 12 მაისის ჩათვლით მედპერსონალის ტრანსპორტირება გორის მერიას 11 400 ლარი დაუჯდება

304

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მედპერსონალისთვის სამგზავრო სატრანსპორტო საშუალების მომსახურების თანხას მერია ხარჯავს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

პირდაპირი შესყიდვის შესახებ უწყებამ ხელშეკრულება “შპს ბუქო777”-თან გააფორმა, რომელსაც 10 დღის განმავლობაში მომსახურების გაწევისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 11 400 ლარს გადაუხდის.

“არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, შეიზღუდა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, რაც მიზნად ისახავს უქმე დღეებთან დაკავშირებით მოსახლეობის მობილობის შემცირებას. შესაბამისად, აღნიშნული ვითარება აფერხებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მედპერსონალის გადაადგილების, სამსახურში გამოცხადების პროცესს. აღნიშნული მომსახურების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტს არ გააჩნია შესაბამისი ავტოპარკი. სწორედ ამითაა განპირობებული აღნიშნული შესყიდვის აუცილებლობა”- წერია ხელშეკრულებაში