“მგზავრობა ბარიერების გარეშე“ – სპეციალური საჭიროების მქონე პირებთან მოქცევის და კომუნიკაციის თემაზე გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოში დასაქმებულ მძღოლებს ტრენინგი ჩაუტარდათ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ტრენინგები სამ ეტაპად ჩატარდება და თითოეული მძღოლი გადამზადდება.
“როგორც იცით, გორის მუნიციპალიტეტის ავტობუსები სრულად არის ადაპტირებული სსსმ პირებისთვის, შესაბამისად, უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის, აუცილებელია, მძღოლებს ჰქონდეთ საჭირო ინფორმაცია. ტრენინგის დროს განხილული იყო სსმ პირების უსაფრთხოდ მგზავრობის საკითხი, პანდუსის გამოყენებისა და გაჩერების წესები, მათთან კომუნიკაციის სწორი ფორმები, ტერმინოლოგია, მოპყრობა და ა.შ”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
ტრენინგები გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივითა და გორის მუნიციპალიტეტის, ასევე ახალგაზრდული ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ პარტნიორობით ტარდება