136 440 ლარიან გამარტივებულ შესყიდვას გორის მერია ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვით ხსნის

363

გორის მერიამ 136 440 ლარის შესყიდვა ტენდერის გარეშე შეასრულა. საუბარია სააღდგომო პროდუქტის შეძენაზე, რითიც მერია სოციალურად დაუცველი, სპეციალური საჭიროების მქონე და სხვა გაჭირვებული კატეგორიის მოქალაქეებს დაეხმარა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

აღდგომის დღესასწაულისათვის სხვადასხვა დასახელების საკვები პროდუქტების პირდაპირი წესით შესყიდვაზე ნებართვა გორის მერიამ შესაბამისი უწყებისგან ითხოვა. მის აუცილებლობად კი საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებიდან გამომდინარე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შეწყვეტა დაასახელა.

“მოქალაქეების მობილობა/გადაადგილება და შესაბამისად, სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვადასხვა კატეგორიის გაჭირვებული მოქალაქეები ვეღარ ახერხებენ საკუთარი ძალებით გაადადგილებას და საკვების შეძენას, რაც აუარესებს მათ სოციალური მდგომარეობას”,-წერს გორის მერია.

ინფორმაციისთვის, გამარტივებული წესით, გორის მერიამ 6000 ცალი პასკა, ამდენივე კონტეინერი კვერცი, 6000კგ შაქარი, ზეთი, 15000 კგ ფქვილი და 6000 ცალი პოლიეთილენის პარკი შპს ჯიბესგან შეისყიდა.