ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ეს არის ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ქუჩა და დაგეგმილია, რომ სრულად იქნეს აღდგენილი, - ამის შესახებ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ზუგდიდის ცენტრალურ ნაწილში დაგეგმილია კიდევ რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია. „ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ეს არის ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ქუჩა და დაგეგმილია, რომ სრულად...
თუშეთში ბიოსფერული ნაკრძალი დაარსდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მიხეილ ზუკოვის ფონდთან და კავკასიის რეგიონულ გარემოს დაცვით ცენტრთან პარტნიორობით, ახორციელებს პროექტს - თუშეთის ბიოსფერული ნაკრძალის დაარსება აღმოსავლეთ საქართველოს კლიმატურად რთულ რეგიონში, კახეთში. სოფელ ბაბანეურში გამართული სიმპოზიუმზე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სტუმრებს ბიოსფერული ნაკრძალების შესახებ მომზადებული ინფორმაცია წარუდგინეს. დასკვნით ნაწილში დისკუსია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო გეგმარებითი ბიოსფერული ნაკრძალებიდან ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-ბაზრობაც.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კრწანისის რაიონში, კალანდაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით წყალსადენისა და წყალარინების სისტემის სრულ რეაბილიტაციას ატარებს. სამუშაოების ფარგლებში ახლით იცვლება 0,6 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალმომარაგების მოძველებული ქსელი. ახალ ქსელზე მონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, მოეწყობა საკვანძო ჭები და სახანძრო ჰიდრანტები. ამ ეტაპისთვის „ჯივიპიმ“ კალანდაძის ქუჩაზე დაასრულა წყალარინების სისტემის გასაახლებლად სამუშაოები და აქტიურად აგრძელებს წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციას. შედეგად, კალანდაძისა და მიმდებარე...
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 351 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 48 პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 23:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების...
"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შედის. გადაწყვეტილება პოლიტბსაჭომ მიიღო, რომელიც პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ გამოაცხადა. გარდა ამისა, მელიას განცხადებით, საბჭომ გადაწყვიტა, რომ პარტია შარლ მიშელის შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. მელიას თქმით, პარტიისთვის ერთი პუნქტი კატეგორიულად მიუღებელია - საუბარია 20 ივნისის საქმეების ამნისტიაზე. "ჩვენ მას ბრძოლას გავუმართავთ ყველგან, იქნება ეს საპარლამენტო სხდომათა დარბაზი, საკომიტეტო დარბაზები, აჭარის უმაღლესი საბჭოს დარბაზები, მოედნები, ქუჩები, სოფელში, რაიონში, მთაში, ბარში, ყველგან ბიძინა...
რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" ოფიციალურად დაფუძნდა და პარტიის მმართველი ორგანოც აირჩიეს. როგორც მოსალოდნელი იყო, ახალი პარტიის თავმჯდომარედ ყრილობამ გიორგი გახარია ერთხმად აირჩია. რაც შეეხება პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებს, შემადგენლობა ასეთია: გიორგი ხოჯევანიშვილი - შიდა ქართლის ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული, საქართველოს პარლამენტის წევრი ნათია მეზვრიშვილი - მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი შარაშიძე - ჟურნალ " Entrepreneur Georgia"-ს მთავარი რედაქტორი კახა ქემოკლიძე...
საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე, N11 კორპუსთან ახალი სკვერის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სამუშაო პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. „ინფრასრუქტურული პროექტი 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდება. სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე კალათბურთის, მაგიდის ჩოგბურთის, ჭადრაკის, სავარჯიშო სივრცე და ორი საბავშვო ზონა მოეწყო. ასევე, სკვერში LED ანათების სისტემა და ყველა შესაბამისი ინვენტარი განთავსდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდება და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირიგვება....
პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილების პროექტი, რომელიც ოპოზიციას საპარლამენტო ბერკეტების გამოყენების შესაძლებლობას აძლევს, დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილისა და მისი პირველი მოადგილის გურამ მაჭარაშვილი ავტორობით მომზადებული პროექტი მესამე მოსმენით, 88 ხმით მიიღეს. პროექტის თანახმად, პარლამენტის 4-დეპუტატს ფრაქციასთან გათანაბრებული უფლებების მქონე პოლიტიკური ჯგუფის შექმნა შეეძლება. ერთი და იმავე საარჩევნო სიით წარდგენილ პარლამენტის წევრებს, თუ ისინი იქნებიან უპარტიოები ან დატოვებენ პარტიას, ექნებათ შესაძლებლობა...
გურჯაანის სპორტკომპლექსში საცურაო აუზი პირველ ივნისს გაიხსნება. დირექტორის, გელა დალაქიშვილის განმარტებით, ფუნქციონირებას დაიწყებს ასევე სპორტული ჯგუფებიც. „პირველ ივნისს ვიხსნებით ოფიციალურად სპორტული ჯგუფებისთვისაც და ვიზიტორებისთვისაც. აბონემენტის ღირებულება მოიმატებს. რა ტარიფებიც იყო ათი ლარით გაიზარდა ყველა სერვისი. რაც შეეხება სპორტულ ჯგუფებს, აქ გადასახადი იგივე დარჩება. აუზი ფუნქციონირებას დაიწყებს ყველა რეგულაციების დაცვით. ადრე თუ მშობელს შიგნით შეეძლო შემოსვლა და ყურება, ახლა ასე აღარ...
აჭარაში აქტიური პრივატიზაციის პროცესი გრძელდება. ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ბობოყვათის ტერიტორიის ელექტრონული აუქციონი გამოცხადა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის აჭარის ისტორიაში ყველაზე მსხვილი აუქციონი. საუბარია 28,5 ჰექტრის მიწის ნაკვეთის პრივატიზებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. პროექტი არანაკლებ 250 მლნ ლარის ინვესტიციის მოზიდვას ითვალისწინებს. აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორმა ტერიტორიის სწორი ურბანული გავითარება უნდა უზრუნველყოს. ერთ–ერთი უმთავრესი კრიტერიუმის მიხედვით, ტერიტორიის...
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, 5 ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. "ფალიაშვილის ქუჩა-1,8 კმ; გორგასლის ქუჩა-1,5 კმ; სააკაძის ქუჩა-2,08 კმ; კ.გამსახურდიას ქუჩა-0,87 კმ; ეგ.ნინოშვილის ქუჩა-1,76 კმ. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება- 20 000 000 ლარია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
შემდეგი სტატია მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძემ თანამდებობა დატოვა. რადიო მარნეულს მარნეულის მერიაში განუცხადეს, რომ სამსახურიდან წასვლის შეაახებ ლობჯანიძის განცხადება დღეს, 28 მაისს, დაკმაყოფილდა. მერიაში განმარტავენ, რომ ლაშა ლობჯანიძემ დაკავებული თანამდებობა კერძო სექტორში დასაქმების გამო დატოვა. ლაშა ლობჯანიძე მარენულის მერის მოადგილე 2017 წლის დეკემბერში გახდა. აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერიაში, ლობჯანიძის მიერ სამსახურიდან წასვლის შემდეგ, მერის ერთი მოადგილე დარჩა. ქენან ომაროვი მარნეულის მერის...
აჭარაში მთავრობის სხდომა გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მოახლოებული ტურისტული სეზონის მოსამზადებელი სამუშაოების, ეკონომიკის თანმიმდევრული გახსნისა და უსაფრთხო სეზონის უზრუნველყოფის შესახებ გააკეთა განცხადება. "საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უკვე პირველი ივნისიდან იხსნება სახმელეთო საზღვრები, რაც მოგვცემს საშუალებას, რეგიონში ტურიზმის სწრაფი აღდგენა მოვახდინოთ. ამიტომ, ყველა შესაბამის უწყებას მინდა, ვთხოვო, რომ მაქსიმალურად მოხდეს ტურისტული სეზონისთვის მომზადება, იქნება ეს ტურისტული ატრაქციები თუ ზოგადად ქალაქის...
ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა სოფელ ზემო ხვედურეთში სარწყავ-სანიაღვრე არხის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე სარწყავ-სანიაღვრე არხის მოწყობა ანაკრები რკინა-ბეტონის ღარებით ხორციელდება, სულ 590 გრძ.მეტრი. პროექტი ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 59301,99 ლარით არის დაფინანსებული. სამუშაოებს შპს "შარა“ ასრულებს.
გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კეთილმოწყობის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ პოზიციაზე გორის მერმა, გიორგი ბარჯაძე დანიშნა. ახალი ხელმძღვანელი მანამდე ხიდისთავის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი იყო, შემდეგ კი ის სასმელი წყლის სისტემების, წყალარინების, მელიორაციის, ჭაბურღილებისა და სატუმბო სადგურების სამსახურში გადაიყვანეს. "კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელად გიორგი ბარჯაძე დავნიშნე. ის იყო ჩემი თანაშემწე ხიდისთავში. შემდეგ გადავიყვანეთ ა(ა)იპ სასმელი წყლის სისტემების, წყალარინების, მელიორაციის, ჭაბურღილებისა და სატუმბო სადგურების...
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1183 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 54 პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 23 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ