ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა სოფელ ზემო ხვედურეთში სარწყავ-სანიაღვრე არხის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე სარწყავ-სანიაღვრე არხის მოწყობა ანაკრები რკინა-ბეტონის ღარებით ხორციელდება, სულ 590 გრძ.მეტრი.
პროექტი ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 59301,99 ლარით არის დაფინანსებული. სამუშაოებს შპს “შარა“ ასრულებს.