ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, 5 ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
“ფალიაშვილის ქუჩა-1,8 კმ;
გორგასლის ქუჩა-1,5 კმ;
სააკაძის ქუჩა-2,08 კმ;
კ.გამსახურდიას ქუჩა-0,87 კმ;
ეგ.ნინოშვილის ქუჩა-1,76 კმ.
სამუშაოების სავარაუდო ღირებულება- 20 000 000 ლარია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.