ორთაჭალაში, კალანდაძის ქუჩაზე „ჯივიპი“ წყალმომარაგების სისტემას სრულად აახლებს

757

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კრწანისის რაიონში, კალანდაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით წყალსადენისა და წყალარინების სისტემის სრულ რეაბილიტაციას ატარებს. სამუშაოების ფარგლებში ახლით იცვლება 0,6 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალმომარაგების მოძველებული ქსელი. ახალ ქსელზე მონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, მოეწყობა საკვანძო ჭები და სახანძრო ჰიდრანტები.

ამ ეტაპისთვის „ჯივიპიმ“ კალანდაძის ქუჩაზე დაასრულა წყალარინების სისტემის გასაახლებლად სამუშაოები და აქტიურად აგრძელებს წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციას. შედეგად, კალანდაძისა და მიმდებარე ქუჩებზე 1000-ზე მეტ აბონენტს გაუუმჯობესდება მომსახურების ხარისხი.

კომპანია პროექტში 500 000 ლარზე მეტის ინვესტიციას ახორციელებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აქტიურად აგრძელებს თბილისის სხვადასხვა რაიონში მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტებს.