გურჯაანში საცურაო აუზი პირველ ივნისს გაიხსნება

486

გურჯაანის სპორტკომპლექსში საცურაო აუზი პირველ ივნისს გაიხსნება. დირექტორის, გელა დალაქიშვილის განმარტებით, ფუნქციონირებას დაიწყებს ასევე სპორტული ჯგუფებიც.

„პირველ ივნისს ვიხსნებით ოფიციალურად სპორტული ჯგუფებისთვისაც და ვიზიტორებისთვისაც. აბონემენტის ღირებულება მოიმატებს. რა ტარიფებიც იყო ათი ლარით გაიზარდა ყველა სერვისი. რაც შეეხება სპორტულ ჯგუფებს, აქ გადასახადი იგივე დარჩება. აუზი ფუნქციონირებას დაიწყებს ყველა რეგულაციების დაცვით. ადრე თუ მშობელს შიგნით შეეძლო შემოსვლა და ყურება, ახლა ასე აღარ იქნება. ისინი გარეთ დაელოდებიან ბავშვებ”, – განაცხადა დალაქიშვილმა.

მისივე თქმით, რეგულაციების მიხედვით საცურაო აუზში ერთდროულად 20 ადამიანის ჩასვლა იქნება შესაძლებელი.