პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილების პროექტი, რომელიც ოპოზიციას საპარლამენტო ბერკეტების გამოყენების შესაძლებლობას აძლევს, დაამტკიცა

515

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილების პროექტი, რომელიც ოპოზიციას საპარლამენტო ბერკეტების გამოყენების შესაძლებლობას აძლევს, დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილისა და მისი პირველი მოადგილის გურამ მაჭარაშვილი ავტორობით მომზადებული პროექტი მესამე მოსმენით, 88 ხმით მიიღეს.

პროექტის თანახმად, პარლამენტის 4-დეპუტატს ფრაქციასთან გათანაბრებული უფლებების მქონე პოლიტიკური ჯგუფის შექმნა შეეძლება.

ერთი და იმავე საარჩევნო სიით წარდგენილ პარლამენტის წევრებს, თუ ისინი იქნებიან უპარტიოები ან დატოვებენ პარტიას, ექნებათ შესაძლებლობა სხვა პოლიტიკურ პარტიასთან ერთად შექმნან ფრაქცია, ან შეუერთდნენ სხვა ფრაქციას.