რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” ოფიციალურად დაფუძნდა და პარტიის მმართველი ორგანოც აირჩიეს. როგორც მოსალოდნელი იყო, ახალი პარტიის თავმჯდომარედ ყრილობამ გიორგი გახარია ერთხმად აირჩია.
რაც შეეხება პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებს, შემადგენლობა ასეთია:
გიორგი ხოჯევანიშვილი – შიდა ქართლის ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული, საქართველოს პარლამენტის წევრი
ნათია მეზვრიშვილი – მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი
გიორგი შარაშიძე – ჟურნალ ” Entrepreneur Georgia”-ს მთავარი რედაქტორი
კახა ქემოკლიძე – მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი
ანა ბუჩუკური – საქართველოს პარლამენტის წევრი
მიხეილ დაუშვილი – ყოფილი ბიზნესომბუდსმენი, ამჟამად პარლამენტის წევრი
ბექა ლილუაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი, გახარიას ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი
რუსუდან თევზაძე – სოციალური უსაფრთხოების ექსპერტი
ალექსანდრე მოწერელია – სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული, საქართველოს პარლამენტის წევრი
ბერდია სიჭინავა – იურისტი
შალვა კერესელიძე – მცხეთა-მთიანეთის ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული, საქართველოს პარლამენტის წევრი
კოტე ანანიაშვილი – მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის ყოფილი უფროსი
გიგა ფარულავა – ზუგდიდის მერის ყოფილი მოადგილე
გიორგი გოგუაძე – საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი
გარდა პოლიტსაბჭოსი, გახარიამ ყრილობაზე ის ადამიანებიც წარადგინა, ვინც პარტიის განვითარებაში საკუთარ წვლილს შეიტანენ. ესენი არიან: გიორგი აბაშიშვილი – პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, ლევან დოლიძე – საქართველოს ყოფილი ელჩი ნატოში, ეკატერინე ვეფხვაძე, დავით ფარცვანია, ლაშა მარკოზაშვილი, ტატა ხვედელიანი, გიორგი კიკნაველიძე, საბა ჯიქიძე.