მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძემ თანამდებობა დატოვა.
რადიო მარნეულს მარნეულის მერიაში განუცხადეს, რომ სამსახურიდან წასვლის შეაახებ ლობჯანიძის განცხადება დღეს, 28 მაისს, დაკმაყოფილდა. მერიაში განმარტავენ, რომ ლაშა ლობჯანიძემ დაკავებული თანამდებობა კერძო სექტორში დასაქმების გამო დატოვა. ლაშა ლობჯანიძე მარენულის მერის მოადგილე 2017 წლის დეკემბერში გახდა.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერიაში, ლობჯანიძის მიერ სამსახურიდან წასვლის შემდეგ, მერის ერთი მოადგილე დარჩა. ქენან ომაროვი მარნეულის მერის მოადგილედ 2020 წელს დაინიშნა.
მარნეულს ამ ეტაპზე მერიც არ ჰყავს, მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძეა.