გორის კეთილმოწყობის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

844

გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კეთილმოწყობის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ პოზიციაზე გორის მერმა, გიორგი ბარჯაძე დანიშნა. ახალი ხელმძღვანელი მანამდე ხიდისთავის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი იყო, შემდეგ კი ის სასმელი წყლის სისტემების, წყალარინების, მელიორაციის, ჭაბურღილებისა და სატუმბო სადგურების სამსახურში გადაიყვანეს.

“კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელად გიორგი ბარჯაძე დავნიშნე. ის იყო ჩემი თანაშემწე ხიდისთავში. შემდეგ გადავიყვანეთ ა(ა)იპ სასმელი წყლის სისტემების, წყალარინების, მელიორაციის, ჭაბურღილებისა და სატუმბო სადგურების სამსახურში, მუშაობდა ხელმძღვანელის მოადგილედ, ძალიან კარგი პიროვნებაა, ენერგიული შრომისმოყვარე, სწორედ უხელმძღვანელებს კეთილმოწყობის სააგენტოს”,- განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

ინფორმაციისთვის, კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ბაჩანა გვიანიშვილმა ეს თანამდებობა მიმდინარე წლის მარტში დატოვა. 2 თვის განმავლობაში მის მოვალეობას მოადგილე, ალექსანდრე მაკრახიძე ასრულებდა.