ბობოყვათში 28,5 ჰა მიწის პრივატიზებაზე აუქციონი გამოცხადდა, პროექტი 250 მლნ ლარის ინვესტიციის მოზიდვას ითვალისწინებს

1350

აჭარაში აქტიური პრივატიზაციის პროცესი გრძელდება. ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ბობოყვათის ტერიტორიის ელექტრონული აუქციონი გამოცხადა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის აჭარის ისტორიაში ყველაზე მსხვილი აუქციონი. საუბარია 28,5 ჰექტრის მიწის ნაკვეთის პრივატიზებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

პროექტი არანაკლებ 250 მლნ ლარის ინვესტიციის მოზიდვას ითვალისწინებს. აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორმა ტერიტორიის სწორი ურბანული გავითარება უნდა უზრუნველყოს. ერთ–ერთი უმთავრესი კრიტერიუმის მიხედვით, ტერიტორიის 75% რეკრეაციულ სივრცეს უნდა დაეთმოს. აუქციონის პირობების შედგენა ცნობილი საერთაშორისო კომპანია “ქოლიერს ინთერნეიშენელის” კონცეფციის საფუძველზე მოხდა.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოების წვდომის ვალდებულებით, ბულვარის, პრომენადის, პირსის, ნავმისადგომისა და ველობილიკის მოწყობა მოხდება.

პროექტი ასევე ვერტმფრენის ასაფრე–დასაფრენი მოედნის მოწყობას, ვილებისა დათანამედროვე სტანდარტების სასტუმროს მშენებლობას მოიცავს, სადაც აუცილებელ პირობად საერთაშორისო ბრენდის ოპერირება განისაზღვრა.