2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. 14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ.
ცენტრის ცნობითვე, 2021 წელს გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის სტატისტიკა ასეთია:
▪ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა...
გორში, ავტომობილის გაჩერების წესების გათვალისწინებული მოთხოვნების დაუცველობისათვის 2021 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, 168 მძღოლი დაჯარიმდა და ადგილობრივი ბიუჯეტი 1 680 ლარით შეივსო. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
პარკირების სამსახური გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოზეა დაქვემდებარებული. როგორც ცნობილია, პარკირების წესების დარღვევის გამო, ჯარიმა 10 ლარს შეადგენს.
ინფორმაციისთვის, გორის საკრებულოს მიერ დადგენილი პარკირების რეგულირების წესი ვრცელდება ყველა იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში...
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქალაქეთა ინფორმირებისთვის ახალი პორტალი https://datacov.moh.gov.ge/ შეიქმნა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პორტალის საშუალებით მოქალაქეებს შეუძლიათ ინფორმაცია ინფიცირებულთა რაოდენობის, თავისუფალი საწოლების, დადებითობის მაჩვენებლის, კლინიკური სასტუმროების, აქტიური შემთხვევების, ქვეყანაში ჩატარებული ტესტირებებისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატების რაოდენობის შესახებ მიიღონ.
https://datacov.moh.gov.ge/-ზე ასევე შესაძლებელია პაციენტების სტატუსისა და შემთხვევების მკურნალობის ფორმის მიხედვით ნახვა. ასევე, რამდენი ადამიანი გადის მკურნალობას ბინაზე, სამედიცინო დაწესებულებაში და ოჯახის ექიმთან.
პორტალზე განთავსებულ Covid-19-ის რუკაზე ასახულია რეგიონებში...
ის დაწესებულებები, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში, განსაკუთრებით თბილისში არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს მოთხოვნა სრულად. „სინოვაკის“ დოზები თბილისში საკმარისია, თუმცა რიგ შემთხვევაში ვერ ხერხდება დარეგისტრირება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ვაქცინაციაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ვაქცინებზე მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად ვაქცინაციის პროგრამაში სამედიცინო დაწესებულებები ეტაპობრივად დაემატება. მისივე თქმით, სრული მოსახლეობის 60%-ის ასაცრელად დღეში 25 000-მდე...
ქვახვრელის სატუმბი სადგური ჩაირთო, - ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სატუმბი, რომელიც გარკვეული პერიოდი გაჩერებული იყო, ამუშავდა და რამდნიმე სოფელს სარწყავი წყლის პრობლემას მოუხსნის.
ჩატარებულ სამუშაოებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, ვალერიან მჭედლიძე საქართველოს მელიორაციის შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელთან გაბრიელ მაზმიშვილთან ერთად გაეცნო.
"სამელიორაციო სისტემების მოწესრიგება ჩვენი რეგიონისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, რადგანაც სოფლის მეურნეობა რეგიონის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა....
ქალაქ ბოლნისსა და დაბა კაზრეთში გზების ორმოული შეკეთება მიმდინარეობს,- ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საგზაო იფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება.
“ქალაქ ბოლნისსა და დაბა კაზრეთში, ჯამში 20 ლოკაციაზე, ორმოული შეკეთება მიმდინარეობს. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სრული ღირებულება 175 000 ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები აგვისტოში დასრულდება.”- ნათქვამია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
“რუსთავის კორპუსის” ხელმძღვანელობით, 11 მისამართზე ლიფტების სარეაბილიტაციო სამუშაოები ივნისის თვის შუა რიცხვებში დაიწყება და მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება. ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს.
სამუშაოები მეგობრობის და თოდრიის ქუჩებზე, მე-6, მე-7 , მე-11, მე-14, მე-15 , მე-17, და 21-ე მიკრორაიონებში ჩატარდება.
კერძოდ, ლიფტები კეთილმოეწყობა
მეგობრობის #15
მე-6 მკრ #3
მე-11 მკრ #3
მე-11 მკრ 1 პირველი სადარბაზო
მე-14 მკრ #47
მე-17 მკრ #3
მე-7...
ქობულეთში ცენტრალურ ქუჩებზე ახალი მოსაცდელების მონტაჟი მიმდინარეობს. სამუშაოებს შპს „ალმა“ ახორციელებს, რომელსაც მოსაცდელების მონტაჟთან ერთად მოვლა-შენახვაც ევალება. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ქობულეთის მერის მოადგილე ამბობს, რომ სამუშაოების მიმდინარეობას მერიის შესაბამისი ჯგუფი მონიტორინგს უწევს. პროექტი თვის ბოლოს დასრულდება.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2016 წელს ქალაქ ხობში მრავალფუნქციური სპორტკომპლექსის მშენებლობა დაიწყო. სამუშაოები 2018 წელს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა, მშენებლობის დასრულება სხვადასხვა მიზეზით რამდენჯერმე შეფერხდა. ამის შესახებ კვლევას ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორი“ ავრცელებს.
ქალაქ ხობში მრავალფუნქციური სპორტკომპლექსის მშენებლობა იყო ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან მიღებული დაფინანსებით უნდა შესრულებულიყო. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სპორტულ კომპლექსში გათვალისწინებული იყო საჭიდაო...
პარტია, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დისკომფორტის შექმნას ჰპირდებოდა, თავად აღმოჩნდა მსგავს მდგომარეობაში. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ საბჭოში პირველი სხდომა არასასიამოვნო იყო, თუმცა რეგიონის საკანონდებლო ორგანოში მთავარი ოპოზიციური პარტიის შესვლით შვიდ თვიანი მშვიდი და კომფორტული სესიები დასრულებულია. 2 პარტიით დაკომპლექტებული წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობა სამომავლოდ ხმაურიანი, რომ იქნება ეჭვგარეშეა, თუმცა რას მიიღებს რეგიონი რადიკალურად დაპირისპირებული მხარეების ერთობლივი სამუშაო პროცესით ამას დრო გვიჩვენებს. რა განცხადეები...
ზემო იმერეთის მუნიციპალიტეტებში – საჩხერეში, ჭიათურასა და ზესტაფონში მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
გამონაკლისია ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სადაც ვეტერინართა ჯგუფები ვერ შედგა. აქ ადგილობრივი კერძო ვეტერინარები მცირე რაოდენობით არიან, ხოლო ვინც არიან ისინიც, სხვადასხვა მიზეზების გამო, ვაქცინაციის პროცესში ჩართვაზე უარს აცხადებენ.
ვეტერინართა თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ხარაგაული-ძირულა-ჩუმათელეთის ავარიული საავტომობილო გზა. კერძო ვეტერინარები...
ბორჯომში, წმ. ნინოს ქუჩის N2-ში სკვერის მოწყობის სამუშაოებს ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი, მერის მოადგილესთან იოსებ რაზმაძესთან და მონიტორინგის განყოფილების უფროსთან გიორგი ტაბატაძესთან ერთად გაეცნო.
პროექტის მიხედვით მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და დასასვენებლი სივრცე, განთავსდება სკამები და დამონტაჟდება განათება. ტერიტორია გამწვანდება.
პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. სკვერის მოწყობა 717 000 ლარი დაჯდება. სამუშაოებს შპს „არბა“ აწარმოებს.
ამირან ქრისტესიაშვილის გასავალმა გასულ წელს 45 066 ლარი შეადგინა. ამ თანხით შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ საბანკო ვალდებულებები დაფარა. მას სესხი 3 ბანკში ჰქონდა, ერთგან 7005 ლარი, მეორეგან 16 061, მესამე ბანკში კი 22000 დოლარი გადაიხადა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
რაც შეეხება შემოსავლებს, ამირან ქრისტესიაშვილმა ხელფასის სახით, 2020 წელს 33 768 ლარი მიიღო.
მისმა მეუღლემ კი 14 887 ლარი შპს ჯორჯიან "პოლიგრაფ"...
გორის მუნიციპალიტეტში ცხოველების მიერ დაკბენა-დადორბლის 383 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ანგარიშის მიხედვით 2021 წლის იანვრიდან განვლილ პერიოდში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა 1394 დოზა ვაქცინა გახარჯა.
"ცხოველების მიერ დაკბენა - დადორბლის 383 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 181 მაწანწალა ხოლო 202 პატრონიანის შემთხვევაში მოხდა. სრული კურსი 102 ხოლო პირობითი 281 პირს დაენიშნა და გაიხარჯა 1394 დოზა ვაქცინა. ინფორმაცია ცხოველთა დაკბენა - დადორბლის შესახებ ეცნობა სურსათის უვნებლობის...
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ კეთილმოწყობის სააგენტო ტენდერი სამუშაო ტანსაცმლის და აქსესუარების შეძენაზე დასრულდა. უნიფორმებისთვის მუნიციპალურ ორგანიზაციას 33 811 ლარი აქვს გათვალისწინებული.
258 ჟილეტი, 359 მაისური, 186 საზაფხულო შარვალი, 73 საზაფხულო ხალათი და 2500 ხელთათმანი, 262 კეპი, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სააგენტოს 20 დღეში უნდა მიაწოდოს. ტენდერში მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა მიიღო მონაწილეობა.
შპს "დებსთაილი" მზადაა აღნიშნული მომსახურება 32 873 ლარად შეასრულოს. ამ დროისთვის შემსყიდველი საჭირო სატენდერო...
საგზაო სამუშაოებმა, რომელიც სოფელ მონასტერში მიმდინარეობს, ქვიშხეთში სასმელი წყლის მილები დააზიანა.
ამის შესახებ ხაშურის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ზვიად ქურდაძე იტყობინება. მისი ინფორმაციით, მილები 28 მაისს დაზიანდა, რომლის აღდგენა ვეღარ ხერხდება და საჭიროა ბიუჯიდან 40 000 ლარის გამოყოფა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
,,სოფელ ქვიშხეთის ახლომდებარე სოფელ მონასტერში, გზის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობისას, აღნიშნული მიმართულებით ხორციელდება ტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობა, რის გამოც დაზიანდა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































