გორის მუნიციპალიტეტში ცხოველების მიერ დაკბენა-დადორბლის 383 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ანგარიშის მიხედვით 2021 წლის იანვრიდან განვლილ პერიოდში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა 1394 დოზა ვაქცინა გახარჯა.
“ცხოველების მიერ დაკბენა – დადორბლის 383 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 181 მაწანწალა ხოლო 202 პატრონიანის შემთხვევაში მოხდა. სრული კურსი 102 ხოლო პირობითი 281 პირს დაენიშნა და გაიხარჯა 1394 დოზა ვაქცინა. ინფორმაცია ცხოველთა დაკბენა – დადორბლის შესახებ ეცნობა სურსათის უვნებლობის სააგენტოს, ადამიანებში ცოფის შემთხვევა არ დაფიქსირებულა”, – ნათქვამია ცენტრის ინფორმაციაში.