ქალაქ ბოლნისსა და დაბა კაზრეთში გზების ორმოული შეკეთება მიმდინარეობს

512

ქალაქ ბოლნისსა და დაბა კაზრეთში გზების ორმოული შეკეთება მიმდინარეობს,- ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით,  საგზაო იფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება.

“ქალაქ ბოლნისსა და დაბა კაზრეთში, ჯამში 20 ლოკაციაზე, ორმოული შეკეთება მიმდინარეობს. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სრული ღირებულება 175 000 ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები აგვისტოში დასრულდება.”- ნათქვამია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.