საგზაო სამუშაოებმა, რომელიც სოფელ მონასტერში მიმდინარეობს, ქვიშხეთში სასმელი წყლის მილები დააზიანა.
ამის შესახებ ხაშურის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ზვიად ქურდაძე იტყობინება. მისი ინფორმაციით, მილები 28 მაისს დაზიანდა, რომლის აღდგენა ვეღარ ხერხდება და საჭიროა ბიუჯიდან 40 000 ლარის გამოყოფა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
,,სოფელ ქვიშხეთის ახლომდებარე სოფელ მონასტერში, გზის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობისას, აღნიშნული მიმართულებით ხორციელდება ტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობა, რის გამოც დაზიანდა სასმელი წყლის მიწისქვეშა კომუნიკაციის მილები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფას, გაუარესდებათ პირადი
ჰიგიენური მდგომარეობა და ზიანი ადგება სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს.” – აღნიშნავს მერის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად ქურდაძე.
ქვიშხეთში სასმელი წყლის ახალ მილებს დაამონტაჟებენ. ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, მილები იმ ადგილას დაზიანდა, სადაც ასფალტი არაა დაგებული.