ამირან ქრისტესიაშვილის გასავალმა გასულ წელს 45 066 ლარი შეადგინა. ამ თანხით შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ საბანკო ვალდებულებები დაფარა. მას სესხი 3 ბანკში ჰქონდა, ერთგან 7005 ლარი, მეორეგან 16 061, მესამე ბანკში კი 22000 დოლარი გადაიხადა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
რაც შეეხება შემოსავლებს, ამირან ქრისტესიაშვილმა ხელფასის სახით, 2020 წელს 33 768 ლარი მიიღო.
მისმა მეუღლემ კი 14 887 ლარი შპს ჯორჯიან “პოლიგრაფ” სერვისის ოფისმენეჯერობიდან, 3 778 ლარი კი ერედვის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების რეაბილიტაციისა და მომსახურების სააგენტოს ბუღალტრობიდან მიიღო. ჯამში 2020 წელს ოჯახის შემოსავალმა 52 433 ლარი შეადგინა, გასავალმა კი 144 000 ლარის ექვივალენტი.
ამირან ქრისტესიაშვილს დეკლარაციაში სხვა შემოსავლები არ უფიქსირდება, შესაბამისად, უცნობია რა სახსრებით დაფარა 3 სესხი ერთ წელში მან 45 000 დოლარზე მეტი თანხით.