კორონავირუსთან დაკავშირებით მოქალაქეთა ინფორმირებისთვის ახალი პორტალი https://datacov.moh.gov.ge/ შეიქმნა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პორტალის საშუალებით მოქალაქეებს შეუძლიათ ინფორმაცია ინფიცირებულთა რაოდენობის, თავისუფალი საწოლების, დადებითობის მაჩვენებლის, კლინიკური სასტუმროების, აქტიური შემთხვევების, ქვეყანაში ჩატარებული ტესტირებებისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატების რაოდენობის შესახებ მიიღონ.
https://datacov.moh.gov.ge/-ზე ასევე შესაძლებელია პაციენტების სტატუსისა და შემთხვევების მკურნალობის ფორმის მიხედვით ნახვა. ასევე, რამდენი ადამიანი გადის მკურნალობას ბინაზე, სამედიცინო დაწესებულებაში და ოჯახის ექიმთან.
პორტალზე განთავსებულ Covid-19-ის რუკაზე ასახულია რეგიონებში გავრცელების მაჩვენებელიც. ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილი პორტალი ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას მოიცავს.სტატისტიკური მონაცემები ყოველ 24 საათში განახლდება.