რუსთავში 11 მისამართზე ლიფტები რეაბილიტირდება

856

“რუსთავის კორპუსის” ხელმძღვანელობით, 11 მისამართზე ლიფტების სარეაბილიტაციო სამუშაოები ივნისის თვის შუა რიცხვებში დაიწყება და მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება. ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს.

სამუშაოები მეგობრობის და თოდრიის ქუჩებზე, მე-6, მე-7 , მე-11, მე-14, მე-15 , მე-17, და 21-ე მიკრორაიონებში ჩატარდება.

კერძოდ, ლიფტები კეთილმოეწყობა

  • მეგობრობის #15
  • მე-6 მკრ #3
  • მე-11 მკრ #3
  • მე-11 მკრ 1 პირველი სადარბაზო
  • მე-14 მკრ #47
  • მე-17 მკრ #3
  • მე-7 მკრ #25 , მესამე სადარბაზო
  • 21-ე მკრ მ1 მეორე სადარბაზო
  • მე-15 მკრ 13 ნესანე სადარბაზო
  • მეგობრობის #16 პირველი სადარბაზო
  • თოდრიას 19 მეხუთე სადარბაზო.

პროექტისთვის 370 000 ლარია გამოყოფილი.

როგორც “რუსთავის კორპუსის” ხელმძღვანელმა, დავით ხაჩიძემ TV4-ს განუცხადა, დარჩენილი თანხით სხვა ლიფტების კეთილმოწყობა იგეგმება, რისთვისაც ცალკე ტენდერი უნდა გამოცხადდეს.