აჭარის უმაღლესი საბჭო 2 პარტიით დაკომპლექტდა

413

პარტია, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დისკომფორტის შექმნას ჰპირდებოდა, თავად აღმოჩნდა მსგავს მდგომარეობაში. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ საბჭოში პირველი სხდომა არასასიამოვნო იყო, თუმცა რეგიონის საკანონდებლო ორგანოში მთავარი ოპოზიციური პარტიის შესვლით შვიდ თვიანი მშვიდი და კომფორტული სესიები დასრულებულია. 2 პარტიით დაკომპლექტებული წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობა სამომავლოდ ხმაურიანი, რომ იქნება ეჭვგარეშეა, თუმცა რას მიიღებს რეგიონი რადიკალურად დაპირისპირებული მხარეების ერთობლივი სამუშაო პროცესით ამას დრო გვიჩვენებს. რა განცხადეები გაკეთდა სხდომაზე, ამ თემაზე რეპორტაჟს ტვ25 ავრცელებს.

იყო. მმართველი გუნდის ოპონენტების შესვლას, „ქართული ოცნების“ წევრები, ცინიზმით შეხვდნენ. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას.

თავდაპირველად, ხმაური, მმართველი გუნდის წევრების პერფორმანსულ გამოსვლებს მოჰყვა. უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, ოპონენტებს, არჩევნების შემდგომი ბოიკოტის რეჟიმი და მათ მიერ გაკეთებული განცხადებები გაახსნეს. განცხადებები იმის შესახებ, რომ საკანონმდებლო და წარმომადგენლობით ორგანოებში არ  შევიდოდნენ.

„ქართული ოცნების“ წევრებმა, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატის მიმართ გამოხატული აგრესიაც გაიხსენეს. როცა ირაკლი ჩავლეიშვილს, წარმომადგენლობით ორგანოში შესვლის გამო, თავზე ნაგავი დაააყარეს.

მმართველი გუნდის მსგავსმა დახვედრამ, მედეა ვასაძე გაანაწყენა. „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ნამდვილი სახე გამოავლინა.

ამავე პოზიციას იზიარებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც. მათი განმარტებით, ხელისუფლების ბრალდებამ, რომ ოპონენტები, დესტრუქციულად ქმედებებით გამოირჩეოდნენ, დღეს საპირისპირო რეალობა აჩვენა.

„მონატრებულ ოპონენტებს“ მმართველი გუნდის დეპუტატები მსგავსად რომ დახვდებოდნენ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ გაჰკვირვებიათ.

შეგახსენებთ, აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს, პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც, 7 თვიანი ბოიკოტის შემდეგ,  ხელისუფლების ოპონენტები ესწრებოდნენ.